ყველაზე ეფექტური უკაცრიელი კუნძული

ფარერების ერთადერთი უკაცრიელი კუნძული, ამავე დროს ყველაზე პატარაც არის: მისი ფართობი სულ 0,8 კმ²-ია. ის საინტერესოა თავისი ფოტოგენურობით: მის თავს ხშირად ფარავს ულამაზესი ღრუბლების ქუდი. 

ლუიტლა-დუიმუნი, ფარერების არქიპელაგის კუნძული არასდროს ყოფილა დასახლებული: მისი რესურსები ძალიან მწირია. 414 მეტრი სიმაღლის ბორცვის ციცაბო ნაპირები ცივ ტალღებში ეშვება და მშენებლობისთვის არ გამოდგება.

ეს კუნძული ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო ცნობილი სკანდინავიელებისთვის. 1852 წლამდე ის დანიის სამეფოს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ის მეზობელი კუნძულის, სუვურას მცხოვრებლებს მიჰყიდეს.

ამის შედეგად სრულიად ამოწყდა ერთადერთი ძუძუმწოვრების სახეობა, რომელიც ამ კუნძულზე ბინადრობდა – ეს ველური ცხვრები იყვნენ. ის ცხვრები, რომლებიც ახლა აქ ბალახობენ მოშინაურებულები არიან. ისინი ფერმერებს მოჰყავთ გაზაფხულზე და შემოდგომაზე უკან მიჰყავთ.

ტურიზმის განვითარებასთან ერთად კუნძულმა დიდი ყურადღება მიიპყრო. მაგრამ აქ მოხვედრა ძალიან რთულია. მხოლოს წყნარ ამინდში შეიძლება ნაპირთან მისვლა გემით და მეცხვარეების მიერ დატოვებული თოკებით მის ფერდობზე აცოცება.

თუმცა, 1918 წელს ლუიტლა-დუიმუნი 6 მეზღვაურის თავშესაფარი გახდა. მათი გემი “კასპერი” ნაპირებთან ჩაიძირა. ეკიპაჟმა თოკებით აცოცება შეძლო და ცხვრების და ჩიტების საშუალებით 17 დღე გაძლეს კუნძულზე, სანამ მათი გადარჩენა სუვუროის მცხოვრებლებმა არ შეძლეს.

კუნძულზე არ არის ფიჭური კავშირი, ელექტრობა და ინტერნეტი. აქ ხანდახან ის ადამიანები მოდიან, რომლებსაც სიჩუმე და სიმშვიდე სჭირდებათ. სხვა ტურისტები კი წყლიდან იღებენ ულამაზეს ფოტოებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*