ყველაზე სწრაფი ცხოველი მსოფლიოში

კალიფორნიულმა ტკიპამ Paratarsotomus macropalpis–მა გეპარდის რეკორდი მოხსნა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ცხოველად ითვლება.

dae1aaf2ee5145e5f47e2180971b2497

კალიფორნიული ტკიპა.

აქილევსი ვერასოდეს დაეწევა კუს, ტკიპა კი გეპარდს “ჯობნის”. როგორ მოხდა ეს? გეპარდის სიჩქარე 26 მ/წმ–ია. ე. ი. ერთ წამში მას შეუძლია თავის სხეულზე 16–ჯერ მეტი მანძილის დაძლევა. ტკიპას სიჩქარე კი მისი სხეულის 322 სიგრძეა. ზომით ცხოველი სეზამის თესლის ზომისაა. წინა რეკორდსმენი იყო ავსტრალიური მხტუნავი ხოჭო, რომელიც სხეულის 171 სიგრძეს გადის წამში.

ადამიანი კალიფორნიული ტკიპას სისწრაფით რომ დარბოდეს, სხეულის ზომასთან შედარებით, ის ერთ წამში 581 მეტრს გაირბენდა. ეს იგივეა რაც – 2092 კმ/სთ.

ეს ცხოველები იმითაც არიან უნიკალურები, რომ უძლებენ 60° C ტემპერატურას. ეს ბევრად აღემატება ცხოველების უმეტესობის გადარჩენის ზღვარს.

2496471094_1f0b6c4e3d

ავსტრალიური მხტუნავი ხოჭო.

 

17152245

გეპარდი.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*