ყველაზე “შვილებისმოყვარე” დინოზავრი

დინოზავრncomms14952-f1ის უზარმაზარი, ნამარხი კვერცხების წყალობით, რომელთაც შესწავლა ცოტა ხნის წინ დასრულდა, მეცნიერებმა ფრინველის მსგავსი გიგანტური დინოზავრის სახეობის არსებობა დაადგინეს. Beibeilong sinensis-ი, როგორც მას მეცნიერებმა უწოდეს, დედამიწაზე 90 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. ჰქონდა ბუმბული, პრიმიტიული ფრთები და ნისკარტი, მაგრამ ზომით გაცილებით აღემატებოდა თანამედროვე ნათესავებს – ფრინველებს, და არც ფრენა შეეძლო.

რამდენიმე ვეებერთელა კვერცხი ცენტრალურ ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში, 3 მეტრის დიამეტრის მრგვალ ბუდეში აღმოაჩინეს. მეცნიერთა აზრით, ისინი ქვიშაქვის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეზე ცარცული პერიოდიდან მოყოლებული ინახებოდა. კვერცხის სიგრძე 45 სანტიმეტრი იყო, დიამეტრი 13–14 სანტიმეტრი და 5 კილოგრამს იწონიდა.

ქი ლიჩენგი, გუანდუნის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი: “ვიპოვეთ ხუთი კვერცხი, სამი მათგანი დამტვრეული იყო, დანარჩენ ორ კვერცხს ფორმა შენარჩუნებული ჰქონდა და ისინი ბალახისმჭამელ დინოზავრს ეკუთვნოდა”.

დარლა ზელენიცკი, კანადის კალგარის უნივერსიტეტის პროფესორი: “მრავალი წლის განმავლობაში საიდუმლოებებით იყო მოცული, თუ რომელი სახეობის დინოზავრი დებდა ამ უზარმაზარ კვერცხებს. იმის გამო, რომ ჰენანის პროვინციაში აღმოჩენილია დიდი ტეროპოდების – მაგალითად, ტირანოზავრების ნამარხები, ზოგიერთ მკვლევარს თავდაპირველად ეს კვერცხები ტირანოზავრების ეგონა”.

ერთ–ერთი ნაშიერი კვერცხიდან გამოსვლის დროს დაიღუპა. მისი ძვლების შესწავლის შემდეგ, მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ ზრდასრული Beibeilong sinensis–ი სიგრძით 8 მეტრი იყო და სულ მცირე 3 ტონას იწონიდა. მისი მსგავსი სხვა დინოზავრები – ოვარაპტოროზავრები სიგრძით მხოლოდ 2 მეტრს აღწევდნენ.

მკვლევართა ვარაუდით, ეს ახალაღმოჩენილი გიგანტური სახეობა ყველაზე დიდია მათ შორის, რომლებიც საკუტარ პატარებზე ზუსტად ისევე ზრუნავდნენ, როგორც თანამედროვე ფრინველები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*