ყველაზე ძველი წყალი დედამიწაზე?!

აფრიკაში აღმოჩენილია გრუნტის წყლები, რომლებიც მეცნიერთა აზრით ასეულობით ათასი წელია არ შეერთებია პლანეტის სხვა წყალსაცავებს.

კვლევები მიმდინარეობდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ვიტვატერ სრანდის აუზის ტერიტორიაზე. საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი სწავლობდა მლაშე წყლის წყალსაცავს, რომელიც სამი კილომეტრის სიღრმეშია. სხვა ანალიზებთან ერთად შეისწავლეს ნეონის იზოტოპების ურთიერთქმედება. მკვლევარებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ვიტვატერ სრანდის აუზის წყლები არის ამ წყლის ნაწილაკები, რომელიც მილიარდობით წლის წინ არსებობდა დედამიწაზე. სხვა სიტყვებით, აღმოჩენილი წყალსაცავი შეიცავს უძველესი ოკეანეების ნაწილაკებს. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ წpict_5ce9ac4a633e4e1f962bc0252d857736ყალსაცავი ამ ხნის განმავლობაში იზოლაციაში იყო.

ცოტა ხნით ადრე, ამავე რაიონში აღმოჩენილი იქნა პლანეტის ყველაზე ძველი მიკრობების ჯგუფი. აუცილებელი ენერგიის მისაღებად მიკროორგანიზმები იყენებდნენ ქიმიურ ნივთიერებებს. ისინი ძალიან ახლოს არიან ჰიდროთერმული წყაროების ბინადრებთან. მეცნიერთა აზრით აუზის მიკროორგანიზმები იქ ახალგაზრდა პლანეტის სხვა ადგილებიდან მოხვდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*