ყველაზე ხანდაზმული კუ წმინდა ელენას კუნძულზე ცხოვრობს

წმინდა ელენას კუნძულზე, რომელიც ცნობილია საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის უკანასკნელ საცხოვრებლად, ბინადრობს ყველაზე ხანდაზმული კუ სახელად ჯონათანი.

ჯონათანი 184 წლის არის, ხოლო კუნძულზე 50 წლიდან ცხოვრობს. იგი საჩუქრად გადასცა კუნძულის გუბერნატორს სეიშელის კუნძულების გუბერნატორმა.

მაისში წმინდა ელენას კუნძულზე იხსნება სახალხო აეროპორტი და ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვეტერინარმა ჯო ჰოლინსმა გადაწყვიტა მოაწყოს ჯონათანის “ბანაობა” – კუნძულზე გატარებული წლების მანძილზე ჯონათანს არასდროს არ უბანავია. აეროპორტის გახსნა კუნძულელებისთვის დიდი მოვლენაა, რადგანაც ზღვით მატერიკამდე მიღწევას ხუთი დღე სჭირდება. გახსნისთვის კუნძულზე ჩამოდის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ–ერთი წევრი (ვინაობა ჯერ არ არის დაზუსტებული) და მის დასახვედრად კუნძულს აწესრიგებენ.

სამედიცინო თვალსაზრისით კუს დაბანა აუცილებელი არ არის, მაგრამ ვეტერინარს სურს გახსნისთვის ჯონათანი ლამაზად გამოიყურებოდეს. ექიმმა ჰოლინსმა აიღო რამდენიმე სათლი წყალი, ქირურგიული საპონი, რბილი ღრუბლების ნაკრები და გამოიყვანა ჯონათანი გაზონზე. სანამ კუ ბალახს წიწკნიდა ვეტერინარი გულდასმით აცლიდა ჭუჭყს მის ბაკანს. კუს ქცევიდან გამომდინარე მას ეს პროცესი ძალიან მოეწონა. ჰოკინსის სიტყვებით ჯონათანი გაშეშდა როგორც ანტიკური ქანდაკება.

წმინდა ელენას კუნძულზე ყოფნის დროს ჯონათანი მოესწრო 28 ბრიტანელ გუბერნატორს, 8 ბრიტანელ მონარქს (ჯორჯ IV-დან ელიზაბეტ II–მდე) და 51 ბრიტანელ პრემიერ მინისტრს.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*