შავ ზღვაში აღმოჩენილია უძველესი და დაუზიანებელი ჩაძირული გემი

ბულგარეთის სანაპიროსთან მეცნიერებმა ისტორიაში ცნობილი ყველაზე ძველი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს. ის საოცრად კარგად არის შენახული.

აღმოცენა ეკუთვნის პროექტ The Black Sea Maritime Archaeology–ის სპეციალისტებს, რომლებიც შავ ზღვას შეისწავლიან. ბოლო სამ წელიწადში 60–ზე მეტი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს. მათ შორის არის რომაული სავაჭრო გემი ამფორებით – მისი ასაკი ძვ. წ. 200 წლით თარიღდება, 800 წელს აგებული ბიზანტიური გემი, შუასაუკუნეების იტალიური გემები და ოსმანთა იმპერიის ხომალდები.

ახალი აღმოჩენა ყველაზე საინტერესოა: ძველი გერმანული სავაჭრო გემი პრაქტიკულად დაუზიანებლად არის შემონახული მიუხედავად 2400 წლის ასაკისა. 23 მეტრიანი გემი ანძით, საჭეებით და მენიჩბეების სკამებით 2 კილომეტრის სიღრმეზე იყო ჩაძირული. ზოგან მეზღვაურების მიერ შეჭმული თევზების ძვლებიც კი არის.a4ac465f63f4d404c196a8d1f5d0f1fd

გემის აღმოჩენა დისტანციური მართვის წყალქვეშა აპარატის საშუალებით მოხდა. არქეოლოგების აზრით, ის ძალიან ჰგავს ჰომეროსის “ოდისეას” გემს. ის გემი ძველბერძნულ ლარნაკზეა გამოსახული, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.

ამჟამად მიმდინარეობს უნიკალური აღმოჩენის შესწავლა. ზედაპირიდან აღებული ხის პატარა ფრაგმენტის რადიონახშირბადის ანალიზით აღმოჩნდა, რომ გემი ძვ. წ. V საუკუნეს მიეკუთვნება – ამ დროს ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები აქტიურად ვაჭრობდნენ შავი და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე.

ასაკის მიუხედავად გემი იდეალურად არის შემონახული. ამას ხელი სიღრმემ შეუწყო, რადგან შავ ზღვაში 182 მეტრზე ქვემოთ ჟანგბადი აღარ არის. ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, რომ შავი ზღვა ნამდვილი საგანძურია წყალქვეშა არქეოლოგიისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*