შევხედოთ ისტორიაში პირველად შექმნილ, ჰელიოსფეროს სამგანზომილებიან რუკას

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ჰელიოსფეროს ფორმა კომეტას უფრო ჰგავს, ვიდრე კრუასანს.

ლოს-ალამოს ეროვნული ლაბორატორიის ასტრონომებმა, ჰელიოსფეროს ფორმა განსაზღვრეს და სამგანზომილებიანი რუკა შექმნეს, რომელიც ჩვენი ვარსკვლავის გარშემო სამყაროზე მზის ქარების გავლენას ისახავს.

ჰელიოსფეროს საზღვარი, ჰელიოპაუზა, ის უბანია, რომელიც დიდი ხანია ასტრონომების ინტერესს იწვევს. მზე მზის ქარის მუდმივი წყაროა. ეს არის იონიზირებული ნაწილაკების ნაკადი, რომელიც მზიდან დედამიწამდე 2-3 დღე-ღამის განმავლობაში აღწევს. გზაში მზის ქარი ძალიან კარგავს და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას ვარსკვლავშორის სივრცის ზეწოლას. წერტილზე, სადაც პროცესი ხდება არის ჰელიოპაუზა.

ჰელიოსფეროს ფორმა მეცნიერების დისკუსიის საგანს წარმოადგენდა. ზოგიერთი თვლიდა, რომ ის მომრგვალებული ბუშტივითაა, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ის კუდიან კომეტას ჰგავს. გასულ წელს კი, ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჰელიოსფერო ჰგავს კრუასანს.

ახალ კვლევაში ასტრონომებმა ჰელიოსფეროს კოორდინატები დააზუსტეს. ლოს-ალამოს ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა, მისიის მონაცემები გამოიყენეს. მისია IBEX-ი ენერგეტიკულ ნეიტრალურ ატომებს (ENA) რადარის მსგავსად იყენებს და ჩვენი მზის სისტემის საზღვრებს უთვალთვალებს.

ამ სიგნალით მიღებული ჰელიოპაუზის გამოსახულება შეიძლება შეედაროს ღამურას სონარს, რომელიც თავის ფიზიკურ გარემოს ირეკლავს. სიგნალის სიძლიერისა და მისი გაგზავნას და მიღებას შორის დროის შუალედი შესაძლებელია წინაღობის ფორმის და მანამდე მანძილის განსაზღვრა.

მეცნიერებმა 2009-2019 წლების მზის სრული ციკლის მონაცემები გამოიყენეს. ასეთი მეთოდით შექმნილი რუკაც არ არის ზუსტი, მაგრამ ის უკვე ნამდვილ და საინტერესო დეტალებს შეიცავს.

ახლა უკვე ვიცით, რომ ჰელიოპაუზას ფორმა კუდიან კომეტას უფრო ჰგავს. მართალია, კუდის ზუსტი სიგრძის განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ ის 350 ასტრონომიულ ერთეულზე ნაკლები არ არის. თავის მხრივ, ჰელიოპაუზის “ცხვირიდან” მინიმალური რადიალური მანძილი 110-120 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს, რაც “ვოიაჯერების” მონაცემებს შეესატყვისება. ამ აპარატებმა მოცემულ ნიშნულს მიაღწიეს.

მაღალ სივრცეებში ჰელიოპაუზა 150-175 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეა გადაჭიმული. შეიძლება ითქვას, რომ მისი კონტურები ტყვიას უფრო ჰგავს, ვიდრე კრუასანს – როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობდა.

მისია IBEX-ი კვლავ მუშაობს და ის 2025 წლამდე გაგრძელდება.

4192cd369d074eb7b9d710006c0b2daa.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*