“შეიძინე ტი-რექსი”: ონლაინ მუზეუმმა დინოზავრების ნაშთების და მამონტის ხორცის გაყიდვა დაიწყო

პალეონტოლოგები ასეთ პრაქტიკას არ ეთანხმებიან.

2014 წლიდან ონლაინ მუზეუმი სახელწოდებით Mini Museum უნიკალური არტეფაქტების მინიატურულ კოლექციას აგროვებს: ამინომჟავებს კოსმოსიდან, რომაული აბანოების ფილების ფრაგმენტებს, მთვარის ქვებს, ეგვიპტური მუმიებიდან მოხსნილ მძივებს და სხვ.

ცოტა ხნის წინ Mini Museum-მა გასაყიდად ცალკეული პალეონტოლოგიური ნიმუშები გამოიტანა: დინოზავრების ნამარხების ფრაგმენტები და მამონტის ხორციც კი.

მამონტის ხორცის ნიმუში ციმბირში აღმოჩენილი ცხოველის კარგად შემონახული ფეხიდან არის აღებული. ამ კუნთოვანი ქსოვილის ასაკი 19,5 ათასი წელია.

ნიმუშებს ანსხვავებენ ზომის, ფორმის, ფერის და ტექსტურის მიხედვით. თითოეული მათგანი ხუფიან აკრილის ქილაშია მოთავსებული. არის სხვა უამრავი საინტერესო ექსპონატი: შესაძლოა იყიდოთ ანკილოზავრის ჯავშნის ნაწილი ან ბრაქიოზავრის ძვლის ნამსხვრევი. მუზეუმი ასევე ყიდის სახელგანთქმული Tyrannosaurus Rex-ის ძვლის ფრაგმენტს. ამ დინოზავრის ნამარხი აღმოჩენილია სამხრეთ დაკოტაში. ფრაგმენტების უმეტესობა 2-3 სანტიმეტრი სიგრძის ძვლების ნატეხებია. ტირანოზავრის კბილი უკვე გაიყიდა 14 ათას დოლარად.

პალეონტოლოგიის კომერციალიზაცია დიდი ხანია დავის და პროტესტის საგანია. პროფესიონალი პალეონტოლოგები შიშობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშები ფარულად გაიყიდება და იმათ ხელში მოხვდება, ვისაც ნამარხების სამეცნიერო მნიშვნელობა საერთოდ არ აინტერესებთ.

როგორც წესი, მკვლევარები ფასეული ჩონჩხების და მსხვილი ნამარხების გაყიდვის წინააღმდეგები არიან. ეს ნიმუშები დიდი სამეცნიერო მნიშვნელობის არიან.

afd4d6f51edc46fa8677f22cb4cee354.width-630

მამონტის ხორცის ფრაგმენტი

Leave a comment

Your email address will not be published.


*