შესაძლოა ნეანდერტალელები უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ტკივილის მიმართ, ვიდრე თანამედროვე ადამიანები

შესაძლოა, ამან მათ გადაშენებას ხელი შეუწყო.

ცნობილია, რომ თანამედროვე კაცობრიობაში ნეანდერტალური გენომის 40%-ზე მეტია გადანაწილებული. ამასთან, არააფრიკული წარმოშობის ერთ ადამიანში ნეანდერტალური გენის 2%-ზე მეტია.

ზოგიერთი ამ გენის ფუნქცია და როლი უკვე გარკვეულია. გერმანელი და შვედი მეცნიერების ახალ კვლევებში კიდევ ერთი გენი “ამოიცნეს”. ეს არის კოდირებული ცილა, რომელიც ტკივილის რეცეპტორების იონურ არხს აყალიბებს.

მეცნიერებმა ინგლისში ჩატარებული ფართომასშტაბიანი პოპულაციური კვლევები გააანალიზეს. ადრე მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტკივილის აღქმა ასაკზე იყო დამოკიდებული. რაც უფრო ასაკოვნები იყვნენ, მით მეტ ტკივილს განიცდიდნენ. მაგრამ გაირკვა, რომ ნეანდერტალური გენომის მატარებლები ტკივილს უფრო ადრეულ ასაკშიც განიცდიდნენ.

ცილის ნეანდერტალური ვარიანტი თანამედროვე ადამიანის ცილისგან სამი ამინომჟავით განსხვავდება – იონური არხი ადვილად აქტიურდება გარე ზემოქმედებით. სწორედ ასეთი ვარიანტი იწვევს ტკივილისადმი მგრძნობელობის გაზრდას, მაშინ, როცა ერთეული ამინომჟავები ასეთ ეფექტს არ იძლევიან.

ახლა რთულია იმის თქმა, ჰქონდათ თუ არა ნეანდერტალელებს ტკივილის უფრო მეტი შეგრძნება, ვიდრე საშუალო ადამიანი. რადგან ტკივილის აღქმაში მონაწილეობდა როგორც ზურგის ტვინი, ასევე თავის ტვინი. ამის მიუხედავად, ჩანს, რომ მათი ტკივილის ზღვარი უფრო დაბალი იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანების.

ნეანდერტალელი ადამიანი საბოლოო სახეობად დაახლოებით 150 000 წლის წინ ჩამოყალიბდა. უკანასკნელი ნეანდერტალელები, დაახლოებით 40 000 წლის წინ ცხოვრობდნენ და ადამიანებთან (Homo sapiens) ერთად 5 000 წელი იარსებეს.

ნეანდერტალელების გადაშენების მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის. თუმცა ცნობილია, რომ ევროპაში 40-39 ათასი წლის წინ ისინი თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე ახერხებდნენ გადარჩენას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*