შექმნილია მთვარის ყველაზე სრული გეოლოგიური რუკა

მისი მასშტაბია – 1:5 000 000.

რუკა შეადგინეს აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის, NASA-ს და მთვარის პლანეტარული ინსტიტუტის მეცნიერების მიერ.

NASA მთვარეზე ახალი მისიისთვის ემზადება და მთვარეზე ადამიანის გადასმის ამბიციურ მიზანს ისახავს. მისიის ფარგლებში იგეგმება პირველად ქალის გაგზავნა მთვარეზე. არის მრავალი წინააღმდეგობა, რომლებიც გადასალახია.

მთვარის ზედაპირის შესანიშნავი, დეტალური ახალი რუკა ფასდაუდებელ როლს შეასრულებს მისიის მიზნის მიღწევაში.

რუკის შესადგენად გამოიყენეს “აპოლონის” ექვსი მისიის რეგიონალური რუკები, ასევე NASA-ს მთვარის ორბიტალური აპარატის ახალი მონაცემები და იაპონური ზონდის SELENE-ს დაკვირვებები, რომელიც მთვარეს 2007-2009 წლებში იღებდა.

არსებული ისტორიული რუკები თავიდან დაიხატა, რადგან ისინი თანამედროვე მონაცემებს შეუსადაგონ. ამასთან, ძველი დაკვირვებები და ინტერპრეტაციები შენარჩუნებულია.

ახალი და ძველი მონაცემების შერწყმასთან ერთად, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მკვლევარებმა დაამუშავეს სტრატიგრაფიის უნიფიცირებული აღწერილობა (მთვარის მთის ქანების შრეები). ამან წინა რუკების პრობლემები გადაჭრა, სადაც დასახელებები, აღწერა და ობიექტების ასაკი სხვადასხვა წყაროებში აცდენილები იყო.

მთვარის ეკვატორიალური უბნის სიმაღლის მონაცემები აღებულია SELENE-ს სტერეო დაკვირვებებიდან, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ტოპოგრაფია შეივსო თანამგზავრ Lunar Orbiter Laser Altimeter-ის მონაცემებით.

ციფრული რუკა ხელმისაწვდომია ონლაინ და მთვარის გეოლოგიას არაჩვეულებრივად დეტალურად გვიჩვენებს. ახალ რუკაზე აღნიშნულია გეოლოგიური ფორმაციები და დროის პერიოდები, ჩვენი პლანეტის თანამგზავრის წარსულის ჩასაწერად გამოყენებულია კაშკაშა ფერები.

რუკაზე ჩანს მთვარის იმბრიული პერიოდის ვარდისფერი ობიექტები, რომლებიც 3,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდნენ, როცა მთვარეს აქტიურად “ბომბავდნენ” ასტეროიდები. მათი მთვარის ზედაპირთან შეტაკების დროს წარმოშობილი უამრავი კრატერი ახლაც შეგვიძლია დავინახოთ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*