შექმნილია სამყაროს ყველაზე დეტალური 3D-რუკა

მის შექმნას 20 წელი დასჭირდა.

ასტროფიზიკოსებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი, სამყაროს სამგანზომილებიანი რუკა წარმოადგინეს. მათ გააანალიზეს 4 მილიონზე მეტი გალაქტიკა და ზეკაშკაშა კვაზარები, რომლებიც ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას გამოყოფენ. 30 დაწესებულების ასობით მეცნიერის შრომის შედეგად სამყაროს გაფართოების ყველაზე სრული ისტორია შეიქმნა.

პროექტი 20 წლის წინ დაიწყო. მეცნიერებმა გაფართოების ისტორიის ყველაზე ზუსტი გაზომვები ჩაატარეს კოსმოსური დროის ყველაზე ფართე დიაპაზონში. კვლევები ნიუ-მექსიკოს შტატის აპაჩი-პოინტის ობსერვატორიაში ტარდებოდა. დიდი აფეთქების შემდგომი ადრეული სამყარო შედარებით კარგად არის ცნობილი. ამას ხელი შეუწყო თეორიულმა მოდელებმა, კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე დაკვირვებამ, გალაქტიკების შესწავლამ და მანძილების გაზომვებმა. თავიანთ პროექტში მეცნიერების მიზანი სამყაროს ისტორიაში უცნობი უბნების შესწავლა იყო.

რუკაზე ნაჩვენებია მატერიის ძაფები და სიცარიელეები, რომლებიც უფრო ზუსტად განსაზღვრავენ სამყაროს სტრუქტურას, როცა მისი ასაკი 380 ათასი წელი იყო.

ასტროფიზიკოსებმა ძალიან მაღალი სიზუსტით განსაზღვრეს რამდენიმე საკვანძო კოსმოლოგიური პარამეტრი, მათ შორის – ჰიპოთეტური ბნელი მატერიის სიმკვრივე და ენერგია.

რუკის უბანზე, რომელიც 6 მილიარდზე მეტი წლის წინანდელ ისტორიას ასახავს, აღნიშნულია უძველესი და ყველაზე წითელი გალაქტიკები, ხოლო უფრო დაშორებული პერიოდის შესწავლისას მეცნიერებმა ყურადღება ყველაზე ახალგაზრდა, ცისფერ გალაქტიკაზე გააკეთეს.

რუკა გვიჩვენებს, რომ სამყაროს გაფართოება, რაღაც მომენტში აჩქარდა და ეს დღემდე გრძელდება. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ბნელი ენერგიის არსებობის მიზეზით ხდება. ეს არის უხილავი ელემენტი, რომლის არსებობა მთლიანად ეწერება აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში, მაგრამ მისი წარმოშობა ჯერ გაურკვეველია.

კვლევების შედარებამ სამყაროს გაფართოების სიჩქარის ცდომილება გამოავლინა: ამ დროისთვის მიჩნეული სიჩქარე “ჰაბლის მუდმივა” 10%-ით ნელი აღმოჩნდა, ვიდრე ის ნიშნული, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე გალაქტიკების მანძილების მიხედვით იქნა გამოთვლილი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*