შექმნილია ჩილეს ვულკანის ამოფრქვევის 4K ვიდეო

ჩილეს ვულკანმა კალბუკომ, რომელსაც 40 წელზე მეტი ეძინა, აპრილის ბოლოს მოულოდნელად ამოაფრქვია 20 კილომეტრიანი ფერფლის ნაკადი. გერმანულმა გადამღებმა ჯგუფმა შექმნა ვიდეორგოლი, რომელზეც კარგად ჩანს ამოფრქვევის მთელი სიძლიერე.

ჩილეს ტერიტოcb5ebb57c4bbb482dcee851a0944a77cრიაზე 2 ათასზე მეტი ვულკანი მდებარეობს. ბოლო 450 წლის მანძილზე 60 მათგანზე მოხდა ამოფრქვევა. ვულკანი კალბუკო მდებარეობს ლოს–ლაგოს რეგიონში. მისი სიმაღლე 2003 მეტრია. იგი მესამეა ქვეყნის პოტენციურად ყველაზე საშიში 90 ვულკანიდან. კალბუკოს ეძინა 1972 წლის 26 აგვისტოდან და აქტიურობის არანაირ ნიშანს არ იძლეოდა.

2015 წლის 22 აპრილის ახალი ამოფრქვევა ელვისებურად განვითარდა. ვულკანის გამოღვიძებიდან ფერფლის სვეტის ამოფრქვევამდე სულ 15 წუთის შუალედი იყო. ვულკანის თავზე ამოსული სვეტი 50 კილომეტრის მანძილიდან მოჩანდა. ფერფლის ამოფრქვევის შემდეგ ვულკანი მიჩუმდა ცოტა ხნით და შემდეგ დაიწყო ლავის ამოფრქვევა.6bad22e3981aa7b3718d4245af16b535

გერმანული მედია–კომპანიის Timestorm Films–ის ოპერატორები, ამ დროს მუშაობდნენ კალბუკოდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე მიძინებულ ვულკან ოსორნოსთან. მოულოდნელი ამოფრქვევის სიახლოვეს მყოფმა ოპერატორებმა ეს მოვლენა ვიდეოზე გადაიღეს. ვიდეორგოლზე მუშაობას 2 თვე დასჭირდა. 2,5 წუთიანი ფილმი 4K ფორმატში ეხლა ყველასათვის ხელმისაწვდომია.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*