შეშის მჭრელების ფოტოსესიები სელფის გამოგონებამდე

წყნარი ოკეანის სანაპირო აშშ–ის ჩრდილო–დასავლეთით და კალიფორნია მსოფლიოში ყველაზე დიდი ხეების სამშობლოა, მაგალითად, გიგანტური სეკვოია 95 მეტრის სიმაღლემდე იზრდება, სანაპიროს წითელი ხე კი – 112 მეტრამდე! მათი დიამეტრი 4–დან 6 მეტრამდე მერყეობს, მაგრამ შესაძლებელია 9 მეტრსაც მიაღწიოს. ამ ხეთა რიგს ასრულებს ე. წ. სიტკა ნაძვი, რომლის სიმაღლე საშუალოდ 35–55 მეტრს აღწევს. ეს “დინოზავრები” აქ ათასობით წელია იზრდებიან, და კარგადაც იცნობდნენ ადგილობრივი ინდიელები, სანამ აქ 1800–იან წლებში ხეტყის დამზადება გაჩაღდებოდა.

შეშის მჭრელები, სელფის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, გიგანტურ ხეებთან ფოტოსესიების მნიშვნელობასაც მიხვდნენ.

ხის დამამზადებელი დარგი მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა და 1910 წლისთვის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნიდა ვაშინგტონის შტატში. ყველაზე მეტად ის შეშის მჭრელები ფასობდნენ, რომელთაც უზარმაზარი ხეები უნდა მოეჭრათ. მათი საქმე მოცულობითაც დიდი იყო და საშიშიც: XX საუკუნის დასაწყისში საშუალოდ ყოველი 150–ე შეშის მჭრელი იღუპებოდა.

ფოტოებზე, როგორც წესი, შეშის მჭრელები დგანან ხის ტანში გამოჭრილ ნიშაში ან მის ძირას.

736226b8437e6ce9eb1bab42e89f24d1

lumberjacks-redwood-96

sequoia_foto

Leave a comment

Your email address will not be published.


*