შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ტვინში უჩვეულო ნეირონები შენიშნეს

მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ რა როლს თამაშობენ ისინი დაავადების განვითარებაში.

პაციენტების ტვინის უჯრედების ნანომეტრული მასშტაბით კვლევის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ნეირონებს სისქეში და სიმრუდეში უნიკალური განსხვავება აქვთ.

აღმოჩენა დონორების მცირე ჯგუფის ანალიზების შედეგად გაკეთდა. ჯერ რთულია იმის თქმა, რომ ნერვული უჯრედების კონტრასტული სტრუქტურა პაციენტების ნევროლოგიურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.

მიუხედავად ამისა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ უჩვეულო მახასიათებლების გაგება მატულობს და ამან შესაძლოა დაავადების უფრო ეფექტური მკურნალობის ეფექტამდე მიგვიყვანოს, რაც მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი გააუმჯობესოს.

კვლევა იაპონიაში, ტოკაის უნივერსიტეტში ჩატარდა. გამოყენებული იქნა ორი სხვადასხვა ტექნოლოგიური რენტგენული მიკროსკოპი. ერთი არის იაპონური სინათლის წყაროს ობიექტი SPring-8 და მეორე ამერიკული – Advanced Photon Source (APS).

ორივე მათგანი ნაწილაკებს ააჩქარებს მრუდე ტრაექტორიაზე ე.წ. სინქროტრონზე და აიძულებს მათ სპექტრის რენტგენულ ნაწილში მოკლეტალღიანი ელექტრომაგნიტური გამოსხივება გამოუშვას.

უმცირესი ობიექტების ფოტოგრაფირებისთვის (ნეირონები) რენტგენული სხივების გამოსხივებას აქვს როგორც უპირატესობა, ასევე ნაკლი.

ერთი მხრივ, ტალღის ვიწრო სიგრძე უჯრედული მემბრანის დეტალებს აფიქირებს. APS-ს მასშტაბი 10 ნანომეტრამდეა – ეს საკმარისია ცალკეული ცილოვანი არხების ტექსტურის აღმოსაჩენად. თუ დიდი კუთხით შევხედავთ, შესაძლებელი იქნება ნეირონების რეკონსტრუქცია მაღალი სიმკვეთრის სამგანზომილებიან ლანდშაფტად წარმოდგინდეს.

სამწუხაროდ, ნეირონების უმცირესი ზომების მიუხედავად, მათი სიგრძე მაინც საკმაოდ გრძელია. მათ ზედაპირზე ყველა უსწორმასწორობის დაკვირვება და შესწავლა ძალიან შრომატევადი საქმეა.

მკვლევარებმა აიღეს შიზოფრენიით დაავადებული ოთხი გარდაცვლილი ადამიანის და ოთხი ამ დაავადების არ მქონე გარდაცვლილი ადამიანის ტვინის ქსოვილის ნიმუშები. ჩატარდა ნერვული უჯრედების სკანირება ორი სხვადასხვა სინქროტრონული მოწყობილობის გამოყენებით. განსხვავებული მახასიათებლების მიზნით, გამოსახულებები გააერთიანეს. მოხდა ნეირონების ციფრული მოდელირება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ნეირონების უჯრედის სტრუქტურა სისქით და სიმრუდით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ ადამიანების ნეირონების მონაცემებისგან, რომლებსაც ეს დაავადება არ ჰქონდათ.

ეს ვარიაციები შესაძლოა მოქმედებენ იმაზე, თუ, როგორ გადაეცემა ინფორმაცია ნეირონების მთელ სიგრძეზე. ეს რაღაც მიზეზით, შესაძლოა, ისეთ დარღვევებს განაპირობებენ, როგორიცაა ჰალუცინაციები, მოსტორიკის დარღვევა და კოგნიტური დარღვევები.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, უჯრედების გეომეტრიაში ასეთი გადახრების გასარკვევად უფრო სრულყოფილი ინსტრუმენტებია საჭირო. ასეთი მოწყობილობების შექმნის იმედი არსებობს – უახლოეს წლებში APS შეძლებს 500-ჯერ მკვეთრი რენტგენული სხივების წარმოებას, ვიდრე დღეს არსებობს.

APS-ს განახლება მგრძნობელობის ამაღლებისა და ვიზუალიზაციის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს. ეს ნეირონების დასურათებას უფრო სწრაფს და ზუსტს გახდის, რაც ნეირონების შესწავლის საქმეში უდიდესი მიღწევა იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*