შინაური ცხოველების მსოფლიო ომი

პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა უამრავი ცხოველი, რომლებიც ადამიანებს მძიმე სამხედრო საქმეში ეხმარებოდნენ. სულ ამ კონფლიქტის განმავლობაში დაიხოცა დაახლოებით 8 მილიონი საბრძოლო ცხენი, ასევე უთვალავი ვირი და ჯორი, რომელთაც სამხედრო აღჭურვილობის, სამედიცინო ტვირთის, სურსათისა და წყლის გადასატანადიყენებდნენ. კონკრეტულად დიდი ბრიტანეთიდან დასავლეთის ფრონტზე ერთი მილიონი ცხენი გაგზავნეს, საიდანაც უკან მხოლოდ 60 ათასი დაბრუნდა.

4a4730936fa96e1fad0a7e9239f93edaცხენების, ვირებისა და ჯორების გარდა, პირველ მსოფლიო ომში ერთ მილიონზე მეტი ძაღლიც დაიღუპა. ძაღლები ეხმარებოდნენ დაჭრილებს, დაატარებდნენ ცნობებს ფრონტის ხაზებს შორის. ამას გარდა, ყნოსვით ეძებდნენ მტრის ჯარისკაცებს. მათ ზოგჯერ ტყვიამფრქვევებისა და სხვა მძიმე აღჭურვილობის გადასატანადაც იყენებდნენ.

ომში დახოცილი ცხენების პატივსაცემად, 1915 წელს ნიუ–მექსიკოში, კოდის ბანაკში სურათი გადაიღეს. 650–მდე ჯარისკაცის რაზმი ისე დაეწყო, რომ ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან ცხენის თავი და კისერი გამოსახეს.

პირველ მსოფლიო ომში ცხენების როლს მიეძღვნა ისტორიკოს საიმონ ბატლერის წიგნი “საბრძოლო ცხენები”. ავტორი აღნიშნავდა, რომ “პირველი მსოფლიო ომი არის პირველი და უკანასკნელი გლობალური კონფლიქტი, რომელშიც ცხენებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს”

წყარო: “ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*