შუასაუკუნეების დროინდელ სამარხში აღმოჩენილი მამაკაცების სხეულების უმეტესობას ძვლები დამტვრეული ჰქონდათ

იმ დროის ცხოვრება ნამდვილად არ იყო იოლი.

კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა შუასაუკუნეების კემბრიჯის  267 მცხოვრების ნეშტების რენტგენული კვლევები ჩაატარეს. ყველა ადამიანი XI-XIV საუკუნეებს შორის პერიოდში ცხოვრობდა.

კვლევების მიზანი სხვადასხვა კლასების და წარმოშობის მამაკაცებსა და ქალებს შორის ძვლების მოტეხილობის რისკების შესწავლა იყო. შედეგებით სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობისა და ფიზიკური საფრთხეების დადგენაა შესაძლებელი.

სამი სასაფლაო ერთმანეთისგან მათში დამარხული ადამიანების შემადგენლობით განსხვავდება: ერთი განკუთვნილი იყო მუშებისთვის და ღარიბებისთვის, მეორე – საზოგადოების უფრო პრივილეგირებული ფენის მამაკაცებისა და ქალებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, სარისკო ფიზიკურ სამუშაოებს არ ასრულებდნენ და მესამე – სასაფლაო, სადაც ადამიანების შერეული შემადგენლობა იყო დაკრძალული.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოტეხილობები და ჩონჩხის სერიოზული ტრანმვები იმ ჯგუფს აღმოაჩნდა, რომელიც მძიმე ფიზიკური შრომით იყო დაკავებული. ასეთი 86 ჩონჩხი აღმოჩნდა.

მამაკაცების 40% ერთი ან რამდენიმე მოტეხილობა აღმოაჩნდათ. ეს რიცხვი ქალებში 27%-ს შეადგენს. ღარიბების სასაფლაოზე ამ რიხვმა 51% შეადგინა მამაკაცებში, ქალებში – 40%. მონასტრის სასაფლაოზე კი ეს მაჩვენებელი შესაბამისად – 29% და 26%-ია.

მონასტერში ავგუსტინელების ორდენის წევრები იმარხებოდნენ. მათთან ერთად შეძლებული ადამიანები, თანხის საფასურად ადგილებს იკავებდნენ.

სოციალური უთანასწორობა ძველი კემბრიჯის მაცხოვრებლების ძვლებზე აისახა. თუმცა, მძიმე ტრანმვები ყველა ფენაში იყო გავრცელებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრება ყველგან რთული იყო.

შუასაუკუნეების კემბრიჯი 2500-4000-იანი მოსახლეობით, საბაზისო ეკონომიკის აყვავებით გამოირჩეოდა. ამას მდინარე კამის სიახლოვე და სამდინარო პორტის არსებობა უწყობდა ხელს. კემბრიჯი ასევე საუნივერსიტეტო ქალაქი იყო. ამიტომ, ქალაქი განათლებულ მოქალაქეებს იზიდავდა. აქვე მრავალრიცხოვანი საპატიო რელიგიური ორდენების ჯგუფები მოღვაწეობდნენ. იმ დროს კემბრიჯი გარშემორტყმული იყო ვრცელი ნაყოფიერი სავარგულებით. ამიტომ, მოსახლეობის უმეტესობა ისევ მიწაზე მუშაობით ირჩენდა თავს.

ძველი კემბრიჯის განვითარების პიკის დროს ქალაქში 50-ზე მეტი ხელობა იყო განვითარებული. ამიტომ, მოსახლეობაც ძალიან მრავალფეროვანი იყო, რაც არქეოლოგებს იმ ეპოქის ცხოვრების შესასწავლად ნაყოფიერ ნიადაგს აძლევს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ტრანმვების უმეტესობა უბედურ შემთხვევებთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაა კავშირში. ზოგიერთ ჩონჩხს კი განზრახ მიყენებული დაზიანებების კვალი ატყვია.

კვლევების ავტორები მიუთითებენ, რომ შუასაუკუნეების კემბრიჯის მაცხოვრებლებისთვის ძალადობის რისკი რეალური და მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ადამიანების ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და თვითგადარჩენისთვის ყოველდღიური პრობლემები უფრო მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ.

9da3e92015e8416690d782905ef2bf85.width-630

https://www.youtube.com/watch?v=5yvwEZ0Ymr8&feature=emb_title

Leave a comment

Your email address will not be published.


*