შუა საუკუნეების რეცეპტი… მწვავე ინფექციისთვის

AncientBiotics-Cropped-445x124

ათასი წლის წინანდელ ანგლოსაქსურ ლიტერატურაში ამოკითხული წამლის რეცეპტი საუკეთესო აღმოჩნდა დღეს ერთ–ერთი ყველაზე რეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ. უძველესი რეცეპტით წამლის მომზადება ნოტინგემის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტებს ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტმა, დოქტორმა ქრისტინა ლიმ სთხოვა.

უძველესი რეცეპტით დამზადებული წამალი პირველად გამოსცადეს მეტიცილინ–რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით დაავადებულ თაგვებზე. მკურნალობის შედეგებმა მეცნიერები განაცვიფრა. აღმოჩნდა, რომ წამალი, რომლის შემადგენლობაშიც ნიორი, ხახვი, ღვინო და ხარის ნაღველი შედის, მეტად ეფექტურია და სტაფილოკოკების 90%–ს კლავს. ეს მაშინ, როდესაც ოქროსფერი სტაფილოკოკი ანტიბიოტიკებისადმი მაღალი მდგრადობით გამოირჩევა, რაც მასთან ბრძოლას ართულებს. ინგრედიენტები, რომლებიც ამ წამალში შედის, ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული ქმედებებით, მაგრამ ასეთ ძლიერ ეფექტს არავინ ელოდა.

ასეთი შედეგის შემდეგ მიკრობიოლოგებმა გადაწყვიტეს, შუა საუკუნეების სხვა წამლების რეცეპტებიც შეისწავლონ.

სპეციალისტთა განმარტებით, ძველი ანგლოსაქსური სამედიცინო ტექსტების კრებული Beld’s Leechbook–ი, რომელიც ძირითადად IX საუკუნეში ალფრედ დიდის მმართველობისა და საგანმანათლებლო რეფორმის პერიოდში შეგროვდა და გადაიწერა, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო კიდევ არაერთ რეცეპტს შეიცავს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*