ჩეხეთში, ძროხის რუნულ წარწერიანი უძველესი ძვალი აღმოაჩინეს

ეს აღმოჩენა შეიძლება იმის დასაბუთება გახდეს, რომ გერმანული და სლავური ტომები პერიოდულად ერთმანეთთან ურთიერთობდნენ.

ჩეხეთში, სოფელ ლანთან ახლოს, არქეოლოგიური გათხრების დროს, ძროხის ნეკნის ძვალი აღმოაჩინეს, რომლის ზედაპირზე უცნაური ნაჭდევები იყო ამოკაწრული. სტუდენტი, რომელმაც ძვალი იპოვა, ვერ მიხვდა, თუ რა იყო ეს. თუმცა, დაასკვნა, რომ ეს ნაკაწრები ადამიანის ხელით იყო გაკეთებული.

ძვალი ბრნოს უნივერსიტეტში გადაიგზავნა შესასწავლად. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ნაკაწრები რუნული ასოებია, რომლებსაც გერმანელი ხალხები II-VII საუკუნეებში იყენებდნენ.

თვითონ ძვლის აღმოჩენა წარმოადგენს ძალიან საინტერესო ფაქტს. რადიონახშირბადის ანალიზმა სიურპრიზი მოუწყო მეცნიერებს – ძვალი 600 წლით დაათარიღეს – ეს ორი საუკუნით ადრინდელი პერიოდია, ვიდრე პირველი სლავური ანბანი – გლაგოლიცა შეიქმნებოდა.

მკვლევარებმა ორი თეორია წამოაყენეს. პირველის თანახმად, ასოები გერმანული წარმოშობის ადამიანმა დაკაწრა, რომელიც სლავურ ტერიტორიაზე VII საუკუნეში ცხოვრობდა.

მეორე თეორიის მიხედვით, წარწერა სლავმა ადამიანმა გააკეთა, რომელმაც რუნული ანბანი ისწავლა და ამის კვალი ძვალზე დატოვა.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ ეს აღმოჩენა შესაძლოა იმის ნიშანი გახდეს, რომ გერმანელები და სლავები დროდადრო ერთმანეთთან ურთიერთობდნენ და მათ შორის ყოველთვის მტრული დამოკიდებულება არ იყო.

არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ძვალზე დაკაწრულია უფროსი ფუტარქის ბოლო 7 რუნა. უფროსი ფუტარქი 24 ასოსგან შედგება. შესაძლოა, მთელი ანბანი თავიდან მთლიან ძვალზე იყო ამოკაწრული.

f282ef66594d4214abb5c7d20379eac5.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*