ჩეხმა სოკოს მკრეფავმა ტყეში ბრინჯაოს ხანის ხმალი იპოვა

მისი ასაკი 3300 წელია.

ამა წლის გაზაფხულზე, ჩეხეთის მაცხოვრებელი რომან ნოვაკი სოკოს საკრეფად გაემართა ჩრდილოეთ მორავიის, ესენიცვის რაიონის მიმდებარე ტყეში. მან ქვებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა – ნოვაკმა მიწიდან ამოჩრილი ლითონის ნაჭერი დაინახა. მან მიწა ამოთხარა და ბრინჯაოს ხმალი იპოვა.

ნოვაკმა აღმოჩენის შესახებ არქეოლოგებს შეატყობინა. ქალაქ ოპავას სილეზიის მუზეუმის გუნდი აქ ოფიციალურ გათხრებს გეგმავს.

მკვლევარების თქმით, ხმალი თავისი იერით გაოცებას იწვევს: მისი ტარი გრავირებულია საოცარი ორნამენტებით – ამოტვიფრულია წრეები და ნახევარმთვარის ფორმის ნიშნები. ხმლის პირი ტართან გადატეხილია. სხვა მხრივ ის დაზიანებული არ არის.

არქეოლოგები ამ ადგილს ახლა გულდასმით სწავლობენ. ეს ტერიტორია მოშორებულია თანამედროვე ქალაქებისგან. მეცნიერებმა არტეფაქტის ანალიზი ჩაატარეს. ჩაატარეს ქიმიური ანალიზი და რენტგენოსკანირება. დაადგინეს, რომ მდიდრულად შემკული ბრინჯაოს ხმალი დამზადებულია ჩრდილოეთ ევროპაში ბრინჯაოს ხანაში და ძალიან ჰგავს შვედეთში აღმოჩენილ ყველაზე ადრეულ მსგავს ნიმუშს “ვესბიუს” (Väsby).

არქეოლოგების შეფასებით, ხმლის ასაკი 3300 წელია. ლითონის ტიპები იმაზე მიუთითებს, რომ ის ამ რეგიონიდან მოშორებით არის დამზადებული.

რენტგენის სხივებმა ღრუ სტრუქტურა და ხმალში ჰაერის ბუშტუკები აჩვენეს. ისინი დამზადების პროცესში წარმოიქმნენ. იმ დროის ყველაზე გავრცელებული ტექნიკა გამდნარი ბრინჯაოს ფორმაში ჩამოსხმა იყო. მოგვიანებით გაჩნდა გავრცელებული ლითონის გამოჭედვის ტექნიკა.

ჰაერის ბუშტუკების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ხმალი ძალიან მტკიცე არ იყო. ამიტომ ის შესაძლოა რიტუალებში გამოიყენებოდა და არა ბრძოლაში.

არქეოლოგები ჯერ ვერ ხსნიან, როგორ მოხვდა ხმალი ჩეხეთის ტყეში.

911ca8bf5fe44ab196f47420060e510f.max-2000x1000

7e04a796fc7a45589de854d2741423fd.max-2000x1000

bf021e7c82ad469aadf6d85939760cac.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*