ჩინეთმა რაკეტა მცურავი კოსმოდრომიდან გაუშვა

ჩინეთის ისტორიაში ეს პირველად მოხდა.

5 ივნისს ყვითელ ზღვაში შანდუნის სანაპიროსთან, მცურავი კოსმოდრომიდან გაუშვეს რაკეტა “ჩანჩჟენ 11”. ეს მისი მეშვიდე სტარტია და პირველი – წყლიდან.

მყარ საწვავზე მომუშავე რაკეტა–მატარებელი ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის მიერ არის შემუშავებული. მას ოთხი საფეხური აქვს. მისი ამოცანა არის 700 კილოგრამი მასის თანამგზავრების მზის სინქრონულ ორბიტაზე გაყვანა. პირველი გაფრენა 2015 წლის სექტემბერში შედგა. მაშინ რაკეტის ორბიტაზე 4 კოსმოსური აპარატი იყო. ახლა მათი რიცხვი 7–მდეა. მათ შორის არის კუბსატი, დედამიწის ფოტოგრაფირებისთვის, თანამგზავრი დისტანციური ზონდირებით Jilin-1 და კავშირის ექსპერიმენტული თანამგზავრი Tianqi-3.

აპარატები ჩაატარებენ გამოცდებს, დაამუშავებენ ტექნოლოგიებს და გაზომავენ ზღვის ქარების სიჩქარეებს. 21 მეტრის სიგრძის “ჩანჩჟენი–11” წარმატებით აფრინდა 110х80 მ. ზომის პლატფორმიდან. ზღვის პლატფორმიდან გაშვებას ბევრი უპირატესობა აქვს, ვიდრე სახმელეთო კოსმოდრომიდან გაშვებას. მაგალითად, რაკეტა უფრო ახლოს განლაგდება ეკვატორთან, სადაც დედამიწის ბრუნვა ბუნებრივად უწყობს ხელს სიჩქარის მატებას და საწვავის რაოდენობის შემცირებას, რომელიც აუცილებელია ორბიტამდე მისაღწევად.

Leave a comment

Your email address will not be published.


*