ჩინეთს სურს, აშშ-ს მარსზე ადამიანების გაგზავნა დაასწროს

ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური სამმართველო (CNSA) გეგმავს, NASA-ს დაასწროს და 2033 წლისთვის მარსზე ასტრონავტების მისია გაგზავნოს.

2017 წელს დონალდ ტრამპმა NASA-ს მისცა მითითება, რომ 2033 წლისთვის მარსზე ადამიანები გადასვას. თარიღი ოფიციალურად იქნა დადასტურებული.

გეოლოგი ლარი კრამპლერი თავის წიგნში ირწმუნება, რომ რეალურად ეს მიუღწეველი მიზანია. ის თავდაცვის ინსტიტუტის 2019 წლის ანალიზს ეყრდნობა, რომელშიც ნათქვამია – “მარსზე ორბიტალური მისიის გაგზავნა 2033 წლისთვის შეუძლებელია ნებისმიერი ბიუჯეტური სცენარის, მუშაობის გრაფიკის და ტექნოლოგიების გამოცდების პირობებში”. ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე უფრო რეალური 2035 წლის მისია შეიძლება გახდეს, თუ ამერიკის კოსმოსური უწყების წლიური ბიუჯეტი გაიზრდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული გართულებები და შეფერხებები.

დოქტორი კემპლერი NASA-ს პლანეტების კვლევის მისიაში მუშაობდა. მან დაწერა: “ეს გავლენას იქონიებს დაგეგმილ მთვარის მისიებზე და მოითხოვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო ნაკლებად მკაცრ პირობებს – სხვა სიტყვებით, ის უფრო სახიფათო იქნება”.

თავდაცვის ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, მარსის ასეთი მისია, დიდი ალბათობით, შესაძლოა, 2037 წელს, ხოლო უფრო რეალური 2039 წელს შეიძლება განხორციელდეს.

როგორც Express News-ი იუწყება, სანამ NASA თავისი მრავალრიცხოვანი მისიების ფინანსურ პრობლემებს აწყდება, ჩინეთში მზად არიან გამოყონ ნებისმიერი რაოდენობის თანხები, რათა ამერიკას მარსის ათვისება დაასწრონ. CNSA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მარსზე ადამიანები 2033 წლისთვის გაგზავნონ Space Race 2.0 მისიის ფარგლებში.

უფრო მეტიც – Space Race 2.0 მხოლოდ დასაწყისი იქნება ჩინეთის მიერ მარსის ათვისების პროგრამაში. 2035, 2037, 2041 და 2043 წლებში კიდევ სხვა მისიები განხორციელდება.

2021 წელს ჩინეთმა პირველი ნაბიჯი წარმატებით გადადგა. 15 მაისს წითელი პლანეტის ზედაპირზე, “ტიანვენ-1”-ის მისიის ფარგლებში, პირველი ჩინური მარსმავალი, “ჩჟუჟუნი” გადასვეს.

მისიის ამოცანაა – პლანეტის მორფოლოგიური და გეოლოგიური სტრუქტურის რუკის შედგენა, ზედაპირული ფენის შესწავლა და მასში წყლის ყინულის განაწილება, ზედაპირული მასალების შემადგენლობის ანალიზი, იონოსფეროს პარამეტრების გაზომვა და კიდევ სხვა მრავალი…

Leave a comment

Your email address will not be published.


*