ჩინეთში აღმოჩენილია სამარხი დახვეწილი ძვირფასეულობით

ჩინეთის ქალაქ დატუნის მიდამოებში არქეოლოგებმა დიდგვაროვანი ქალის სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში უნიკალური, არაჩვეულებრივი სამკაულები აღმოჩნდა.

1500 წლის წინანდელი სამარხი არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ. სამარხის შესასვლელში იყო წარწერა “ხან ფარუნ, მოსამართლე ცუი ჩჟენის ცოლი”. შიგნით ქალის სხეული აღმოჩნდა. ასევე ნაპოვნი იქნა 5000 მძივისგან დამზადებული ყელსაბამი და ძვირფასი “დიზაინერული” საყურე.

ისტორიული პერიოდი, როცა მოსამართლის ცოლი ცხოვრობდა, ცნობილია როგორც ჩრდილოეთ ვეის იმპერია (386–534 წწ.). იმპერია ცნობილია ხელოვნების განვითარებით. ბევრი ნიმუში ჩვენამდე კარგად არის შემონახული.

ქალაქი დატუნი დედაქალაქი იყო. სამარხში ნაპოვნი საყურეები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია. რგოლებზე გამოსახულია ადამიანის სახიანი დრაკონები, ხოლო საკიდები ინკუსტრებულია ძვირფასი ქვებით.

მსგავსი დიზაინის საყურეები 1978 წელს ნაპოვნია ავღანეთში. ეს ჩრდილოეთ ვეის დინასტიის ცენტრალურ აზიასთან მჭიდრო კავშირზე მიუთითებს.

ასევე, სამარხში ნაპოვნია 5000 მძივისგან შემდგარი ყელსაბამი. მათი შემაერთებელი ძაფი გამქრალია, მაგრამ მეცნიერებმა სამკაულის აღდგენა შეძლეს.

ყელსაბამი შედგებოდა ოქროს მძივებისგან (10 ჩვეულებრივი ფორმის და 9 ბრტყელი), ორი კრისტალისგან, 42 მარგალიტისგან და 4800–ზე მეტი სხვადასხვაფერის წვრილი მინის ბისერისგან.

სამკაულების პატრონს ხვეული თმა ჰქონდა, ღრმად ჩამჯდარი თვალები და ლოტოსის ყვავილის ტატუ. მისი ასაკის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.

95ab4892d9955880721e431c0ad415e4

4ccdb6571971eb269e8f17f2441b82da

Leave a comment

Your email address will not be published.


*