ჩინეთში გაიხსნა მინის ხიდი

ჩინეთში გაიხსნა კიდევ ერთი მინის დაკიდებული ხიდი. მას მამაცების ხიდი ან უბრალოდ ჰაოჰანი დაარქვეს. მისი სიგრძე 305 მეტრზე მეტია და გადაჭიმულია ცენტრალურ ჩინეთში, შინუჟაის გეოგრაფიულ პარკში მდებარე უზარმაზარ უფსკრულზე.

South China Morning Post–ის  თქმით, თავდაპირველად ხიდი დამზადდა ხისგან. პარკის ოფიციალურმა პირებმა მასზე დაამონტაჟეს მინა, რომელიც 23 სანტიმეტრის სისქისაა. ხიდი უკვე დიდ კონკურენციას უწევს სხვა ძალიან ცნობილ ადრენალინის ატრაქციონებს.

მასზე გავლის მსურველთა რიცხვი ძალიან დიდია. ხიდის ქვეშ 180 მეტრის სიღრმის უფსკრულია. ჩინეთის საინფორმაციო სამსახურს დაუდასტურა ერთ–ერთმა ხიდის კონსტრუქრორმა, რომ სტრუქტურა ნამდვილად უსაფრთხოა: “ხიდს იჭერს ფოლადის ჩარჩო და შეფუთულია სქელი მინით. იგი აშენებულია უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით და არის ძალიან მყარი. იმშემთხვევაშიც კი, თუ მინა გატყდა მოგზაურებს საფრთხე არ ემუქრებათ”.

discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*