ჩინეთში გაიხსნა მსოფლიოში უდიდესი თოვლის ფესტივალი

ჩინეთის ქალაქ ხარბინში გასული საუკუნის შუა ხანიდან ტარდება ყინულის და თოვლის საერთაშორისო ფესტივალი. იაპონიაში საპოროს თოვლის ფესტივალიდან, კანადაში კვებეკის ზამთრის კარნავალთან და ნორვეგიის სათხილამურო ფესტივალთან ერთდროულად, ეს მსოფლიოში თემატური მოვლენაა.

ხეილუნცზიანის პროვინციის დედაქალაქი ხარბინი ჩინეთის ჩრდილო–აღმოსავლეთში მდებარეობს. ზამთრის საშუალო ტემპერატურა −16,8 °C–ია, ღამით კი ზოგჯერ −38,1 °C–მდე ეცემა.

პირველი თოვლის და ყინულის ფესტივალი აქ 1963 წელს ჩატარდა. კულტურული რევოლუციის პერიოდში იყო ჩავარდნები, მაგრამ 1985 წლიდან ის რეგულარულად ტარდება ყოველ წელს.

ყინული მდინარე სუნგარიდან მოაქვთ. ქანდაკებები ლაზერით და სხვა თანამედროვე ინსტრუმენტებით კეთდება. ასევე გამოიყენება ყინულის დამუშავების ტრადიციული მეთოდებიც, რომლებიც ჩინეთში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ოფიციალურად ფესტივალი 5 იანვარს იწყება და ერთ თვეს გრძელდება. თუმცა ექსპონანტები უფრო ადრეც იხსნება და თუ ამინდი საშუალებას იძლევა, უფრო დიდხანს – მარტამდე რჩება.

2016 წელს ფესტივალი 32–ჯერ გაიხსნა. დაგეგმილია ტურიზმის, კულტურის, მოდის, ვაჭრობის, ეკონომიკის და სპორტის სფეროებში ასამდე ღონისძიება. დამთვალიერებლებს სთავაზობენ ზამთრის თევზაობას, თხილამურებით სრიალს, ყინულის ჭრილში ბანაობას, მოდების ჩვენებას, საქორწინო ცერემონიებს და მრავალ სხვა გასართობს.

0ca9de357cd9d1b6b9ca0e203d6069e4

7e20daa73fb0354819de826d3f7cadbc

90b5f556b81570afabc3a80ed8123787

91b9748ecdfa34d6db814b275f0b71e7

252ff27d0307051a536c56cab2043b8b

983f659f911640fe66421ca038148581

1480d28d50e18c75f2e884a5876ad789

37287f1526f35da458a4742aecd2d98c

349182259b77c25dcd4b098e62919d63

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*