ჩინეთში, გამოქვაბულში იპოვეს იშვიათი გიგანტური სალამანდრა

ჩინეთის გიგანტური სალამანდრა სიგრძეში დაახლოებით 1,5 მეტრია, ხოლო წონით 47 კილოგრამს იწონის. იგი იპოვეს ჩონგქინგში, გამოქვაბულში, სამხრეთ–დასავლეთ ჩინეთში.

ექსპერტების აზრით მისი ასაკი შესაძლოა 200 წელს აღემატებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება ტყვეობაში ამ სახეობას შეუძლია დაახლოებით 50 წლამდე იცოცხლოს.

ჩინური სალამანდრა მსოფლიოში ყველაზე დიდი ამფიბიაა, რომელიც გადაშენების პირას იმყოფება. მას ცუდი მხედველობა აქვს, ნელა მოძრაობს, ცხოვრობს ტბებში და მაღალმთიან ადგილებში. მისი საცხოვრებელი ჰაბიტატი ნადგურდება დაბინძურებული გარემოს წყალობით. ამასთან, ჩინეთში იგი დელიკატესად ითვლება. ამყველაფრის გამო კი ის გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*