ჩინეთში დიდი კედლის გაგრძელება იპოვეს

ჩინეთის ჩრდილოეთში, ჰებეის პროვინციაში, ტაიხანშანის მთებში უძველესი ნანგრევები იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, ჩინეთის დიდი კედლის ნაწილია. წინასწარი კვლევის შედეგებით, იგი 1368–1644 წლებში, მინის დინასტიის პერიოდში უნდა იყოს აგებული. არქეოლოგი ია მინგტიანი ამბობს, რომ კედლის ახალაღმოჩენილი ნაშთების სიგრძე, რომელიც ზღვის დონიდან სულ მცირე 1600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 300 მეტრია. კედლის ნაშთებთან ერთად მიაკვლიეს ასევე სადრენაჟო და თავდაცვის სისტემებსაც.

სპეციალისტების თქმით, ტაიხანშანის მთებში აღმოჩენილი კედლის სტრუქტურა და პროექტირების წესი ემთხვევა ამავე რეგიონში, 2007 წელს ნაპოვნი ჩინეთის დიდი კედლის 19 მონაკვეთის სტრუქტურას.

ჩინეთის დიდი კედელი უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ის ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარეობს და აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით თითქმის 900 კილომეტრის სიგრძეზე მიუყვება. მისი ზოგიერთი მონაკვეთი პეკინსაც უახლოვდება. ჩინეთის დიდი კედელი 1987 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*