ჩრდილოეთის ციალი სატურნზე: “ჰაბლის” და “კასინის” უნიკალური კადრები

2017 წელს ტელესკოპმა “ჰაბლმა” სატურნის პოლუსებზე ავრორა დააფიქსირა. ცოტა ხნის წინ ასტრონომებს მიეცათ ამ გრანდიოზული ფენომენის ახსნის შანსი. “ჰაბლის” ახალი სესია “კასინის” უკანასკნელ გადაფრენას დაემთხვა. ამიტომ ისინი ტანდემში მუშაობდნენ.

ფოტოზე და ვიდეოში ნათება ლურჯით არის აღნიშნული. სინამდვილეში ავრორა ულტრაიისფერი სპექტრით ანათებს – ლურჯი ფერი მოსახერხებლობისთვის შეირჩა. თვითონ გამოსახულება შედგენილია 2017 წლის და ამაწლის ახალი მონაცემების მიხედვით.

ციალი იწყება მაშინ, როცა პოლუსებზე დაგროვილი გაზისებური წყალბადი პლანეტის მძლავრ მაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედებაში შედის. ის წარმოუდგენლად ინტენსიურია, ამასთან, პოლარული ნათების ხასიათი მუდმივად იცვლება, რადგან სატურნი გაცილებით სწრაფად ბრუნავს. სატურნზე დღე სულ დედამიწის 11 საათს გრძელდება.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ნათება თავის პიკს გამთენიისას აღწევს. ეს ასტრონომებისთვის ცნობილი იყო, მაგრამ სიურპრიზი აღმოჩნდა შუაღამისას დამდგარი პიკი. ეს გამონათება ძალიან ჰგავს დედამიწისეულ ჩრდილოეთის ციალს. როგორც ჩანს, მოვლენების პროვოცირება მზის ქარმა გამოიწვია.

კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია Geophysical Research Letters–ში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*