ჩრდილოეთის ციალი

ეს ბუნების მშვენიერება, რომელსაც მეორენაირად პოლარულ ნათებასაც უწოდებენ, პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების (ლუმინესენციის) ნათებაა,  რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს, მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული მათი ურთიერთქმედების შედეგად. ჩრდილოეთის ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს, ანუ ავრორალურ ოვალებში.northern-lights-winter

ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3000 კვ. მეტრსშეადგენს, დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16° არის დაშორებული, ღამით — 20–23°. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსების გეოგრაფიულს ჩამორჩება ~12°-ით, პოლარული ციალი შეინიშნება 67–70° განედებზე. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც — 20–25° შეიძლება შემჩნევა, ანუ მათი გამოვლინების ჩვეულებრივი საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით. პოლარული ციალი გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირია, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით. სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღე-ღამტოლობის დროს) აღწევს. პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5×1014 ჯოულით, დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5,5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.

wall_of_northern_lights

swirls_of_northern_lights

o-NORTHERN-LIGHTS-facebook

Northern-Lights-6

lap-feat

o-NORTHERN-LIGHTS-facebook (1)

lyngen-lodge-northern-lights-norway-1400

Leave a comment

Your email address will not be published.


*