ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა ევროპას და აფრიკას შორდებიან

ეს დედამიწის წიაღიდან ნივთიერებების ამოსვლასთან არის დაკავშირებული.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწის ქერქის სიღრმიდან ამოსული ნივთიერებები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებს აფრიკისგან და ევროპისგან შორს გადააადგილებს.

მეცნიერების შეფასებით, ეს პროცესი ატლანტის ოკეანის გაფართოებას იწვევს და კონტინენტები ერთმანეთს წელიწადში 4 სანტიმეტრით შორდებიან.

ორი ექსპედიციის ფარგლებში, გემების RV Langseth და RRV Discovery-ის გუნდებმა ატლანტის ოკეანის ფსკერზე 39 სეისმომეტრი განათავსეს. ეს მონაცემები დღეისთვის შუა-ატლანტიკური ქედის მანტიის პირველი მსხვილ მასშტაბიანი გამოსახულებაა. ეს ერთ-ერთი იშვიათი ექსპერიმენტია, რომელიც კი ოდესმე ოკეანეებში განხორციელებულა.

მეცნიერებმა შეძლეს 410 და 660 კილომეტრების სიღრმეზე დედამიწის მანტიის სტრუქტურის ცვლილებების აღბეჭდვა, რომლებიც მინერალური ფაზების მკვეთრ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. სიგნალები აღნიშნავდნენ ღრმა მანტიიდან ნივთიერების ღრმა, ნელ და მოულოდნელ ამოსვლას.

შუა-ატლანტიკური ქედი – ტექტონიკური ფილების დაშორების უბანია, რომელიც ატლანტის ოკეანის ფსკერზე მდებარეობს. ის ჩრდილო-ამერიკულ და ევრაზიის ფილებს ერთმანეთისგან ყოფს ჩრდილოეთ ატლანტიკაში და აფრიკის ფილას სამხრეთ-ამერიკისგან სამხრეთ ატლანტიკაში.

მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ამ ქედის ქვეშ ამოდის ნივთიერება, რათა ფილებს შორის წარმოქმნილი სივრცე შეავსოს.

მიწისძვრებისგან გამოწვეული სეისმური ტალღები მთელ მსოფლიოში მიწისქვეშ, ღრმად გადიან და მათ სეისმური ქსელი PI-LAB-ი აფიქსირებს. შემდეგ ხდება მონაცემების გაანალიზება და დედამიწის შიდა სტრუქტურების გამოსახულება დგება.

მანტიის შედარებით თხელი, გარდამავალი ზონა ანომალიურად მაღალი ტემპერატურისაა, რაც ხელს უწყობს ნივთიერებების ქვედა მანტიიდან ზედა მანტიაში გადასვლას. ეს ტექტონიკური ფილების გადაადგილებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სტიქიური უბედურებების წინასწარ შეტყობინების სისტემის შექმნის გარდა, ფილების ტექტონიკა ზღვის დონეზეც ახდენს გავლენას და შესაბამისად – კლიმატის ცვლილებების შეფასებაზეც.

ეს ახალი კვლევა უარყოფს იმ ძველ მოსაზრებას, თითქოს შუა-ოკეანური ქედები პასიურ როლს თამაშობენ ფილების ტექტონიკაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისეთ ადგილებში, როგორიც შუა ატლანტიკაა, ქედზე მოქმედი ძალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახალი წარმოქმნილი ფილების კვლავ დაცილებაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*