ცენტრალურ ტაივანში აღმოაჩინეს უძველესი სასაფლაო

არქეოლოგებმა ცენტრალურ ტაივანში აღმოაჩინეს უძველესი სასაფლაო. გათხრებისას მათ იპოვეს ხუთი ბავშვის საფლავი და ქალის ნაშთები, რომელიც დაკრძალულია მის მკლავებში მყოფ ჩვილ ბავშვთან ერთად დაახლოებით 4 800 წლის წინ.

“როდესაც ეს აღმოჩენა გაკეთდა, ყველა არქეოლოგი და იქ მომუშავე თანამშრომელი შოკში ჩავარდა. რატომ? იმიტომ, რომ დედა დაჰყურებს ბავშვს, რომელიც მის მკლავებშია მოქცეული” – განაცხადა როიტერთან საუბრისას ტაივანის ეროვნული მუზეუმის მეცნიერმა ჩი ვეი–ლიმ.

archaeology.org-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*