ცერერაზე 4 მილის სიმაღლის პირამიდაა დაფიქსირებული

screen-shot-2015-07-28-at-4-16-56-pmკოსმოსური ზონდის “Dawn”–ის მიერ გადაღებული ჯუჯა პლანეტა ცერერას ფოტო გავრცელდა, რომელიც 2 700 კილომეტრიდან არის გადაღებული და, სადაც დაფიქსირებულია რამდენიმე მილის სიმაღლის პირამიდა, მის გლუვ ზედაპირზე. გასულ ოთხშაბათს კი ზონდმა გადაიღო ფოტო, 900 კილომეტრის მანძილიდან. ეს არის მთა, რომლის სიმაღლეც ოთხი მილია და მის პერიმეტრზე საოცრად კაშკაშა ნათებაა არეკლილი.

“თუ როგორ წარმოიქმნა მთა ჯერჯერობით უცნობია. ეს არის უდიდესი საიდუმლო ჩვენთვის”. განაცხადა მისიის მკვლევარმა – კრისტოფერ რასელმა.

წინაწარი მონაცემებით, არეკლილი კაშკაშა ნათება, სავარაუდოდ მარილია. “მსგავსი მარილები დედამიწის ზედაპირზეც გვხვდება”. – დაამატა რასელმა.

“ყველაზე უხვი რაოდენობით მარილი კრატერ “ოკატორშია” აღმოჩენილი”. – დასძინა მკვლევარმა. ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი შეთქმულების თეორია გამწვავდა ზაფხულის დასაწყისში.dawn-mountain

“Dawn” მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეისწავლის ცერერას ზედაპირის რუკას და ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი საბოლოო დასკვნა.

huffingtonpost.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*