ციცინათელების მღვიმე

ციცინათელების მღვიმეში შესაძლებელია “ვარსკვლავებიანი ცის” დანახვა.

ციცინათელების მღვიმე ერთ–ერთი მიმზიდველი ადგილია ახალ ზელანდიაში. მისი მთავარი თავისებურება ათასობით სოკოს კოღოებია, რომლებიც ფარავენ მღვიმის თაღს და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს ვარსკვლავებიან ცას ვხედავდეთ.

კოღო Arachnocampa Luminosa მხოლოდ ახალ ზელანდიაშია გავრცელებული. ამ მწერის ჭუპრები აკეთებენ ლორწოვანი სითხით დაფარულ ძაფებს, შემდეგ მას ამაგრებენ მღვიმის ჭერზე და “კიდებენ” თაღიდან დაბლა. ისინი ამით იზიდავენ მწერებს, რომლებითაც იკვებებიან და ტურისტებს, რომლებიც ამ სანახაობით ტკბებიან.

ციცინათელების მღვიმე – კუნძულის ჩრდილოეთში, ვაიტომის მღვიმეების კომპლექსის ნაწილია. ამ კომპლექსში შედიან რუაკურის, არანუის და გარდენს გატის მღვიმეები. მილიონობით წლის წინ კირქვის მღვიმეების რეგიონი წყლით იყო დაფარული. მარჯნებმა, ზღვის ნიჟარებმა, თევზების ჩონჩხებმა და სხვა პატარა ზღვის ორგანიზმებმა შექმნეს 200 მ–ზე მეტი სისქის კირქვის ფენა. შემდეგ, როცა კირქვა გაშიშვლდა და ხმელეთად იქცა, დაიწყო მრავალი მღვიმის ფორმირება: წყალში იხსნებოდა კირქვა და ქმნიდა ღრუებს. დღეს კი ეს მღვიმეები ძალიანპოპულარულია ტურისტებს შორის და მათ გამუდმებით შეისწავლიან მეცნიერები.

ddcd624733e23a4afc92f49a3c547201

d4a15fe72d9b729eabcc5a008c420ae4

2fd2f87ce2

2ea71fe02c4a1b7f9dddc7e2adc73a04

waitomo

მომზადებულია National geographic–ის მიხვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*