ციცქნა გალაქტიკა “დიდი გულით”

“ჰაბლის” ახალი ფოტომონაპოვარი.

ორბიტალურმა ტელესკოპმა “ჰაბლმა” გალაქტიკა ESO 495−21–ის გამოსახულება მიიღო. ის კომპასის თანავარსკვლავედში მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 30 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.

ESO 495−21 ციცქნა გალაქტიკაა. მისი დისკი ცენტრიდან 3000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. შედარებისთვის, ჩვენი ირმის ნახტომის გალაქტიკის მაჩვენებელი 90 000 სინათლის წელია. მიუხედავად მცირე ზომისა, გალაქტიკა უამრავ ვარსკვლავს წარმოშობს და ამას ძალიან ინტენსიურად აკეთებს – ვარსკვლავების წარმოშობის სიჩქარე 1000–ჯერ აღემატება ჩვენი გალაქტიკისას.

ამას გარდა, ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ESO 495−21–ის ცენტრში შეიძლება მდებარეობდეს ზემასიური შავი ხვრელი. როგორც ცნობილია, მსგავსი ობიექტის არსებობა დამახასიათებელია დიდი გალაქტიკებისთვის. ასეთი პატარა გალაქტიკისთვის კი ეს უჩვეულოა.

ზომები, გაურკვეველი ფორმა და იშვიათი აქტივობა მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ESO 495−21 უძველესი, პირველი გალაქტიკების ანალოგია.

თუ ეს თეორია სწორია, მაშინ ESO 495−21–ის ცენტრში მძლავრი შავი ხვრელის არსებობა იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ შავი ხვრელები ფორმირდებიან პირველები და მხოლოდ შემდეგ მათ გარშემო იქმნებიან გალაქტიკები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*