ცნობილი გახდა, თუ რითი იკვებებოდა “ყინულის ადამიანი” ეცი

ტიროლელი “ყინულის ადამიანი” ეცი, რომელიც 5 ათასი წლის წინ, მსუყე საკვებით იკვებებოდა: ის ოპტიმალურია მთის მკაცრი პირობებისთვის.

1991 წელს ტიროლის მთებში ტურისტებმა შემთხვევით მუმია აღმოაჩინეს. მას სახელად ეცი შეარქვეს. მისი კვლევა დღემდე გრძელდება. მეცნიერებმა მისი გენომის გაშიფვრა შეძლეს, აღადგინეს გარეგნობა და ხმა. ახლახანს კი მისი გასტრონომიული გემოვნებაც გახდა ცნობილი.

მუმიის ნაწლავებში საკვების ნარჩენები იყო შემორჩენილი. მაგრამ ისინი ცუდად იყო შემონახული და ანალიზი შეუძლებელი გახდა. შესწავლისთვის საჭირო იყო კუჭის დეტალური შესწავლა, მაგრამ ეს ორგანო მუმიფიცირების დროს გადაადგილდა. მისი აღმოჩენა კომპიუტერული ტომოგრაფიით ახლახანს გახდა შესაძლებელი. როგორც გაირკვა, კუჭი ფილტვზე იყო ქვემოდან აკრული.

უკანასკნელად ეციმ საკვები სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე მიიღო. ამიტომ კუჭის შიგთავსი კარგად შემოინახა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა ცხიმიანი საკვები. შემდეგ მეცნიერებმა მოლეკულური ტესტი ჩაატარეს და ბოჭკოების დნმ–ი აღადგინეს. დაიანგარიშეს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების რაოდენობა. გაირკვა, რომ ხორცი ალპურ მთის თხას და წითელ ირემს ეკუთვნოდა. მცენარეული კომპონენტები კი ველური ხორბალი და გვიმრები იყო.

ცხიმიანი საკვები აუცილებელი იყო ენერგიისთვის მთაში ასვლის წინ. ეცის სხეული ზღვის დონიდან 3000 მეტრზეა ნაპოვნი. ხორცი ახალი და ცეცხლზე მომზადებული არ იყო. ტიროლელი ადამიანი წინასწარ იყო მომზადებული – მას თან ჰქონდა შებოლილი და გამომშრალი ხორცი. მსგავსი დიეტა ალპური ყინვების ასატანად საუკეთესოა, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს გულზე და სისხლძარღვებზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეცი ისრით რომ არ მოეკლა მოწინააღმდეგეს, ის გულის შეტევით მოკვდებოდა.

უცნაურად ჩანს გვიმრის გამოყენება საკვებად. ეს სახეობა ტოქსიურია. შესაძლოა ეცი მას სამედიცინო მიზნით იყენებდა (მის სხეულში პარაზიტების კვალი აღმოჩნდა), ან უბრალოდ ფოთლებში თავის საკვებს ახვევდა.

1f60589466cbbfd4fe52ff23ca48c101

Leave a comment

Your email address will not be published.


*