ცხელი ლავის ნაკადები ვენერაზე

დედამიწის მეზობელზე გავარვარებული ლავა მიედინება. ვენერაზე ახალ დაკვირვებებს აწარმოებს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA).

მკვლევარებმა გამოიყენეს კამერა, რომელიც დამონტაჟებული იყო პლანეტის მკვლევარ ზონდზე, რომელიც იკვლევს სითბოს ემისიებს ვენერას ზედაპირზე.

“ჩვენ დავინახეთ რამდენიმე მოვლენა, რომლებიც თავდაპირველად ძალიან ცხელია, ხოლო შემდეგ უეცრად ცივდება”, – ამბობს ევგენი შალიგინი, ვულკანოლოგი.

“ეს მოვლენები დაფიქსირდა ოთხ ცხელ წერტილში, სარადარო გამოსახულება უნდა იყოს ტექტონიკური განხეთქილების ზონებში. ისინი ჯერ ძალიან გავარვარებულები არიან და ყოველდღიურად იცვლიან ტემპერატურას”.

“ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი უახლოესი მეზობელი ვენერა კვლავ აქტიურობს და იცვლება გამუდმებით – ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ გავიგოთ დედამიწისა და ვენერას ევოლუციური ისტორია”. – ამბობს ვენერას მკვლევარი ჰაკან სვედჰემი.

Discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*