ძველეგვიპტური ქსოვილის ნაჭერი 374 ათას ევროდ გაიყიდა

ძველი ეგვიპტის განსაკუთრებულად იშვიათი ხელოვნების ნიმუში – დასაკრძალი ტილოს ნაჭერი, რომელიც 3 ათასი წლის წინანდელია, პარიზის აუქციონზე 374 Part-PAR-Par8185434-1-1-0ათას ევროდ (426 ათას დოლარად) გაიყიდა. მყიდველმა ქსოვილი ტელეფონით შეიძინა და ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.

მსოფლიოში ამგვარი არტეფაქტი სულ ოციოდე შემორჩა. თითქმის ყველა მათგანი ისეთ მუზეუმებშია, როგორიცაა ლუვრი, ანდა მეტროპოლიტენმუზეუმი ნიუ–იორკში.

ქსოვილის ფრაგმენტის ზომა 29X21 სანტიმეტრია.

დასაკრძალი სუდარის ნაჭერი, რომელზეც სავარძელზე მჯდომი კაცი, სახელად “ტა–დეჯემია” გამოსახული, აუქციონამდე მილიარდერ არტურ საქსს ეკუთვნოდა. მან ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ოდესღაც დასაკრძალავ სარკოფაგზე იყო გადაფარებული, 1927 წელს იყიდა და ჯერ ცოლს, შემდეგ კი საყვარელს აჩუქა.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*