ძველი ჩინელი მოგზაურები

ჩინეთის ცივილიზაცია დაახლოებით ჩვ. წ–მდე 1700 წლის წინ ჩაისახა, მაგრამ 1000 წელზე მეტი დასჭირდა დასავლეთ და სამხრეთ აზიის ცივილიზაციებთან დასაკავშირებლად. ჩვ. წ–მდე 138 წელს იმპერატორმა უ დიმ გაგზავნა ჩჟან ციანი ცენტრალურ აზიაში, ჩინეთის მოსაზღვრე ხალხებთან ხელშეკრულების დასადებად. ის ითვალისწინებდა მომთაბარე ჰუნების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას.

Great-Wall-china-24267538-1024-768

ჩინეთის დიდი კედელი

 

ჩჟან ციანმა თორმეტი წელი გაატარა უცხოეთში, აქედან, ათი წელი ჰუნებთან ტყვეობაში. მან გაქცევა მოახერხა და ტიბეტის გავლით ჩინეთში დაბრუნდა.

სწორედ ჩჟან ციანის მიერ გაკვალული მარშრუტის მიხედვით გაევლო დიდი “აბრეშუმის გზის” დასავლეთი ტოტი.

ბევრი ძველი ჩინელი მისდევდა ბუდიზმს და რელიგიური ცოდნის ძიებაში ინდოეთში მიემგზავრებოდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო სიუან ცზიანი (596–664 წწ.). მან მოგზაურობა დაიწყო ქალაქ სიანიდან, გადაკვეთა ცენტრალური აზია, მოინახულა ტაშკენტი და სამარყანდა. იქიდან მიაღწია ქაშმირამდე. შემდგომი რამდენიმე წელი მან ინდოეთის სხვადასხვა ქალაქებში გაატარა.

ეს შემთხვევა გამონაკლისია, რადგან უცხოეთში მოგზაურობას ჩინეთში უარყოფითად აფასებდნენ, უცხოელებს კი საერთოდ არ უშვებდნენ თავიანთ ქვეყანაში. ამიტომ, დასავლეთმა პრაქტიკულად არაფერი იცოდა ჩინური ცივილიზაციის შესახებ. სანამ XIII საუკუნეში იქ მარკო პოლომ არ იმოგზაურა.

ჩინეთის იზოლაციის დანარჩენი სამყაროსგან ხელი შეუწყო დიდმა ჩინეთის კედელმაც. მისი მშენებლობა დაიწყო ჩვ. წ–მდე IV საუკუნეში და დასრულდა ჩვ. წ–მდე 221 წელს. მაგრამ ამის შემდგომი 2000 წლის განმავლობაში ის შენდებოდა და გრძელდებოდა.

5000 კილომეტრამდე სიგრძის კედელს ჩინეთი უნდა დაეცვა ჩრდილოეთის ტომების შემოსევებისგან. თუმცა ჩინელების უმრავლესობისთვის ის ცივილიზაციის საზღვარს ნიშნავდა, რომლის იქით მათთვის უცხო და უცნობი ბარბაროსული სამყარო იყო.

აბრეშუმი – ჩინეთის სიმბოლო

აბრეშუმი იწარმოება აბრეშუმის ჭიის პარკის დაგრეხილი ბოჭკოსგან. აბრეშუმის ჭია თუთის ხეზე ცხოვრობს. ლეგენდის თანახმად, აბრეშუმის წარმოება ჩვ. წ–მდე 2640 წელს დაიწყეს.

mit-3d-print-pavilion-silkworm-1

აბრეშუმის ჭია

ჩვენამდე მოღწეული აბრეშუმის ქსოვილი ჩვ. წ–მდე IV საუკუნეს მიეკუთვნება. მასზე ფრინველი ფენიქსია ამოქარგული. აბრეშუმის ქსოვილის ტანსაცმელი ძალიან ლამაზია და ყოველთვის ძვირადღირებული იყო. ის მხოლოდ ჩინეთის უმაღლესი ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი. ლითონის და ქაღალდის ფულის შექმნამდე, აბრეშუმის ქსოვილი ფულის მაგივრობასაც სწევდა. ათასწლეულების განმავლობაში აბრეშუმი მხოლოდ ჩინეთში მზადდებოდა და მის საიდუმლოს მკაცრად იცავდნენ. VI საუკუნეში ევროპელებმა აბრეშუმის ჭიის მოპარვა მოახერხეს. და ის კონსტანტინეპოლში (სტამბოლი) ჩამოიყვანეს. სწორედ ამ დროიდან დაიწყო აბრეშუმის წარმოება შუასაუკუნეების ევროპაში.

მარკო პოლო

1260 წელს ორი ვენეციელი ვაჭარი, ძმები მატეო და ნიკოლო პოლოები, სავაჭრო ექსპედიციაში აზიაში გაემგზავრნენ.

15-09-marco-polo-viajante-hoje-na-historia-history-channel

მარკო პოლო (1254–1324 წწ.)

მონღოლებმა მათ უკან დაბრუნების საშუალება არ მისცეს და ისინი ჩინეთში აღმოჩნდნენ.

1265 წელს მათ პეკინს მიაღწიეს. ამ დროს მას ხანბალიკი ერქვა. ვენეციელი ვაჭრები იმპერატორმა ყუბილაი ხანმა მიიღო. ის ჩინეთის მონღოლი იმპერატორი იყო. უკან დაბრუნება პოლოებმა მხოლოდ 1269 წელს მოახერხეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, 1271 წელს, უკან დაბრუნდნენ. ამჯერად მათ თან წაიყვანეს ნიკოლოს 17 წლის ვაჟი – მარკო. მას ბედმა უდიდესი მოგზაურობა არგუნა წილად, რომელიც 24 წელიწადს გაგრძელდა.

ჩინეთში მარკო პოლომ ბევრი ისეთი რამ ნახა, რაც ევროპელებისთვის უცნობი იყო.

ჩინელებმა გამოიგონეს დენთი, რომელსაც ფეიერვერკებისთვის იყენებდნენ. მათ გამოგონებებს აგრეთვე ეკუთვნის – კომპასი, პირველი სეისმოგრაფი, მექანიკური საათი და უამრავი სხვა რამ. ისინი დაჭრილი ხის მატრიცებით ბეჭდავდნენ წიგნებს, ჰქონდათ ქაღალდის ფული. თვითონ ეს იდეა ევროპელებს სულელურად ეჩვენებოდათ. მარკო პოლო ყვებოდა, რომ ნახა “იშვიათ ქვები, რომელსაც ჩინელები თხრიდნენ მიწიდან და გასათბობად იყენებდნენ, როგორც შეშას” (ქვანახშირი). როცა ის ამ უცხო და უცნაურ ამბებს წერდა, მას უბრალოდ არ უჯერებდნენ და მატყუარად თვლიდნენ.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*