ძველი ძვლების ნიმუშებიდან ამოღებულია ვირუსის დნმ–ი

ჰელსინკისა და ედინბურგის უნივერსიტეტების მკვლევარებმა, II მსოფლიო ომში, კარარელიის ბრძოლის ველზე დაღუპულ 106 ნეშტს ჩაუტარეს დნმ–ის ანალიზი და ვირუსის არსებობა გამოავლინეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძველ ძვლებში ვირუსის კვალი იქნა აღმოჩენილი, რომელიც, სავარაუდოდ სიკვდილის შემდეგ უნდა გამქრალიყო.

“ადამიანის ქსოვილი სიცოცხლის მანძილზე არქივს ჰგავს, რომელიც ვირუსის ანაბეჭდებს ინახავს” – განაცხადა ვირუსოლოგიის კლინიკის პროფესორმა კლაუს ჰედმანმა პრესასთან საუბრისას.

ეს ვირუსი გავრცელებული არ ყოფილა სკანდინავიის ქვეყნებში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელება არა ფინელების, არამედ რუსი ჯარისკაცების მიერ განხორციელდა.

“მსგავსი კომბინაციაადამიანური და ვირუსულიდნმ–ის გვეხმარება სასამართლო იდენტიფიცირებისთვის, წინაპრების გამოსავლენად და იმის დადგენაში, თუ რამდენად უძველესია ადამიანთა მიგრაცია მთელს მსოფლიოში” – განმარტა გენეტიკური მედიცინის პროფესორმა ანტი საიანტილამ.

archaeology.org-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*