წარსულში დედამიწაზე გიგანტური ორმეტრიანი პინგვინები ბინადრობდნენ

მილიონობით წლის წინ, დედამიწაზე ორმეტრიანი გიგანტური პინგვინები ცხოვრობდნენ. ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ, როცა ანტარქტიკის რეგიონში მათი ნაშთები იპოვეს. ამ ფრინველებზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. სავარაუდოდ, ისინი აცივებისგან გადაშენდნენ.

მრავალი წელია მეცნიერები ანტარქტიკაში პოულობენ Palaeeudyptes klekowskii სახეობის ფრინველების ძვლებს. ეს ფრინველები 37–40 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ამ დროისთვის, ამ რეგიონის კლიმატი გაცილებით თბილი იყო – დაახლოებით ისეთი, როგორც თანამედროვე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა. ასეულობით გაფანტული ძვალი სრულ სურათს არ იძლეოდა, თუმცა უახლესი აღმოჩენა, რომელიც არგენტინელმა მეცნიერებმა მოახდინეს, დაკარგული რგოლს შეადგენს. კუნძულ სეიმურზე, ანტარქტიკასთან ახლოს, იპოვეს ორი მასიური ძვალი: ფრთის ფრაგმენტი და ფრინველის კოჭი, ფეხის ნაწილი, რომელიც წვივსა და თითებს შორის მდებარეობს. 87d35e8032a06a30201f4d75e289e842

ნაპოვნი კოჭის სიგრძე 9 სანტიმეტრია. მისი საშუალებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პინგვინის სიმაღლე არანაკლებ 2 მეტრი იყო. ფრინველის წონა სულ ცოტა 115 კგ. იქნებოდა. ამასთან, მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს დაახლოებითი გამოთვლებია.

Palaeeudyptes klekowskii მხოლოდ ერთი სახეობაა იმათგან, რომლებიც 30–40 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ და გადაშენდნენ. სავარაუდოდ ასეთი სახეობების რიცხვი 14–ია.

ადრე მიჩნეული იყო, რომ ყველაზე დიდი პინგვინის ზომა 1,5 მეტრი იყო. დღეს არსებული სახეობებიდან ყველაზე დიდი საიმპერატორო პინგვინია, რომლის სიმაღლე 122 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა კი – 45 კგ–ია.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*