წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევებს პირდაპირ ეთერში აკვირდებოდნენ

იმ ვულკანების ამოფრქვევა, რომელთა შესახებ ჩვენ ვიცით, სრული რაოდენობის 20%–ს შეადგენს. მათი უმეტესობა ხდება ოკეანის ზედაპირიდან ასეულობით მეტრის სიღრმეზე. აქამდე თუ ადამიანები აკვირდებოდნენ ხმელეთის ვულკანების ამოფრქვევას, ახლა შესაძლებელია ამ მოვლენის წყალქვეშ დაკვირვებაც.

ვაშინგტონის უნივერ564bd88db0aacf2b439068bfdf33c434სიტეტის მეცნიერებმა შეძლეს აპარატურის განთავსება უშუალოდ წყალქვეშა ვულკან აკსიალის ახლოს. ამან შესაძლებელი გახადა უშუალოდ ამოფრქვევის დაკვირვება რეალურ დროში და უზარმაზარი მონაცემთა მასივის შეგროვება.

აკსიალი მდებარეობს წყნარ ოკეანეში 1410 მეტრის სიღრმეზე, აშშ–ს შტატ ორეგონის სანაპიროდან 480 კილომეტრის დაშორებით. წყალქვეშა მთის სიმაღლე 700 მეტრია. ვულკანი წარმოშობს ოთხკუთხა კალდერას, რომლის ზომებია 3X8 კილომეტრი.

აკსიალი 1983 წელს აღმოაჩინეს ჰიდროთერმული აქტივობის შედეგად. 1998 წლის იანვარში დაფიქსირდა ძლიერი წყალქვეშა ლავის ამოფრქვევა. ამ დროს კალდერის სამხრეთით, დედამიწის ქერქში წარმოიშვა ცხრა კილომეტრიანი ნაპრალი. ლავის ამოფრქვევებმა ამ რეგიონში ოკეანის ზედაპირის ცვლილებები გამოიწვია. გაჩნდა თაღოვანი პეიზაჟები, სვეტები და მცირე ზომის მღვიმეები.

კიდევ ერთი ამოფრქვევა მოხდა 2011 წელს, შემდეგი კი 2015 წლის 23 აპრილს. ეს მოვლენა მოსალოდნელი იყო, რადგან ვულკანი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურობის ნიშნებს ამჟღავნებდა. სწორედ ამ ამოფრქვევას წინა ამოფრქვევებისგან განსხვავებით, აკვირდებოდნენ მეცნიერები პირდაპირ ეთერში.

57446bf18f2aafe51b3cab3e7a0084ac

688cba2dcbe0bb538c494d78ed90894a

მომზადებულია National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*