წყლის ზედაპირზე გამოჩნდა 450 წლის ეკლესია

ძლიერმა გვალვამ სამხრეთ მექსიკაში, წყლის დონის საგრძნობი დაცემა გამოიწვია, რის შედეგადაც, წყლის ზედაპირზე ამოვიდა XVI საუკუნის ეკლესიის ნაშთები.

სანტიაგოს ტაძარი, ასევე ცნობილია, როგორც ტაძარი კეჩულა, მას შემდეგ დაიფარა წყლით, როდესაც 1966 წელს აშენდა 100 ფუტის სიღრმის ნაზალპუაკოიოტის წყალსაცავი ჩიაპასში. გვალვამ გაოიწვია 80 ფუტზე მეტის სიღრმის წყლის ვარდნა.

ლათინური თაიმსი იუწყება, რომ ადგილობრივი მეთევზეები იღებენ ტურისტებს და ნავების საშუალებით გადაჰყავთ ტაძარში.

The Associated Press–ის ცნობით, ეკლესია არის 183 ფუტის სიგრძის და 42 ფუტის სიგანის, ხოლო სამრეკლო 48 ფუტის სიმაღლეზეა.

ტაძარი აშენდა 1564 წელს. მას შემდეგ, რაც 1773–1776 წლებში შავმა ჭირმა მოიცვა ეს ტერიტორია, ეკლესია მიატოვეს.

2002 წელს წყლის დონე იმდენად დაეცა, რომ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ფეხით მისულიყო ნანგრევებთან. ამჟამად ეს ტერიტორია ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ისინი მოდიან აქ, ატარებენ მთელ დღეს, ჭამენ, სვავენ და ისვენებენ, ხოლო ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთ–ერთ წყაროდაც კი იქცა. ერთ–ერთი მეთევზის, ლეონელ მენდოზას თქმით, ის ყიდის შემწვარ თევზს ეკლესიის ტერიტორიაზე.

Mexico Colonial Church

Mexico Colonial Church

Mexico Colonial Church

The Week That Was in Latin America Photo Gallery

huffingtonpost.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*