წყნარი ოკეანის რეკორდი: 199 დღე ციკლონების გარეშე

2015 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 2 ივლისამდე წყნარი ოკეანის ჩრდილო–დასავლეთით არცერთი ციკლონი არ წარმოშობილა. ასეთი ხანგრძლივი სიწყნარე ამ რეგიონში XX საუკუნის 70–იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ციკლონებს უწოდებენ ატმოსფერული ქარიშხლების სახეს ჰაერის მასებს, უზარმაზარი დიამეტრითა და ჰაერის დაბალი წნევით.

ტროპიკული ციკლონების ტიპიურ რაიონებში შვიდი უწყვეტი ზონა შედის: ატანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის აუზები, წყნარი ოკეანის ჩრდილო–დასავლეთ, ჩრდილო–აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილები, ინდოეთის ოკეანის ჩრდილო–აღმოსავლეთ და სამხრეთ–დასავლეთ რეგიონები. ყველაზე ნაკლებ აქტიური ციკლონების სიხშირის და სიძლიერის მიხედვით ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილია, ხოლო ყველაზე მეტად აქტიურად წყნარი ოკეანის ჩრდილო–დასავლეთ აუზები ითვლება. მაგრამ ამჯერად რეგიონმა სიმშვიდით რეკორდი მოხსნა – 199 დღე. 2015 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 2 ივლისამდე აქ არცერთი ციკლონი არ წარმოქმნილა. წინა რეკორდი 1997 წლის 22 დეკემბრიდან 1998 წლის 7 ივლისამდე დაფიქსირდა – 198 დღე.

ხანგრძლივი პაუზა 3 ივლისს დასრულდა: წარმოიშვა ტროპიკული შტორმი “ნეპარტაკი”. შუა კვირისთვის ის შეიძლება ტაიფუნად გადაიქცეს, რასაც მოჰყვება გრიგალები, მაღალი ტალღები, კოკისპირული წვიმები და წყალდიდობები. რისკის ზონაშია – ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ფილიპინები.

ამასთან, მეტეოროლოგები ნაკლებ აქტიურ სეზონს პროგნოზირებენ – მოსალოდნელია მხოლოდ 19 ტროპიკული შტორმი და 10 ტაიფუნი. წყნარი ოკეანის ჩრდილო–დასავლეთ აუზისთვის ეს ნამდვილად ბევრი არ არის. წლიურად აქ საშუალოდ 25 ტროპიკული ციკლონი ვითარდება ტროპიკული შტორმის სახით. ეს აუზი, როგორც წესი, აქტიურია მთელი წლის განმავლობაში. ყველაზე მშვიდი პერიოდი თებერვლიდან მარტის ჩათვლით არის.

ყველაზე სუსტი აქტივობა აქ 2010 წელს დაფიქსირდა: 14 ტროპიკული შტორმი და 3 ტაიფუნი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*