წყნარ ოკეანეში აღმოჩენილია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ლეგენდარული ავიამზიდი

ავიამზიდის ნარჩენები ავსტრალიის სანაპიროებთან ახლოს დაივერების გუნდმა აღმოაჩინა.

2017 წელს წყალში ჩაუშვეს მსოფლიოში ერთადერთი კერძო გემი, რომელიც აღჭურვილია 6 კილომეტრიანი სიღრმეების შემსწავლელი აპარატურით. მას უნდა გამოეცადა მოწყობილობა RV Petrel–ი. გემის მფლობელი და ექსპედიციის ორგანიზატორია Microsoft–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი. ამ დროისთვის სამეცნიერო ჯგუფს რამდენიმე აღმოჩენა ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენა დაივერების ჯგუფს ავსტრალიასთან ახლოს მარჯნის ზღვაში ელოდა: ფსკერზე აღმოჩენილი იქნა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამერიკული ავიამზიდი”უოსპ”–ი (USS Wasp).

ის აწყობილი იქნა 1936 წელს მასაჩუსეტში და სამი წლის შემდეგ წყალში ჩაუშვეს. 1940 წელს ავიამზიდი გადაიყვანეს ატლანტის ოკეანეში. მას ევალებოდა ამერიკის კონტინენტის გარშემო ნეიტრალური წყლების პატრულირება.

1942 წლის გაზაფხულზე “უოსპ”–ს სახმელეთო ჩქაროსნული გამანადგურებლები დიდი ბრიტანეთიდან მალტაზე გადაჰყავდა. 1942 წლის სექტემბერში გუადალკანალისთვის ბრძოლაში იაპონურმა წყალქვეშა ნავმა “უოსპ”–ის ტორპედირება მოახდინა. ავიამზიდი ჩაიძირა, მაგრამ ეკიპაჟის დიდმა ნაწილმა მისი დატოვება მოასწრო.

ლეგენდარული გემის ნარჩენები იანვარში აღმოაჩინეს, 4300 მეტრის სიღრმეზე. ნამსხვრევებს შორის შემოინახა საზენიტო დანადგარები და თვითმფრინავები, რომლებიც გემბანზე იყო.

2c70b89a26d8161c014c61450fc7efa4

c9d05b9ba7de82e70852ef5c1a7da6cc

c3748d5537f19ccc39af9935549af1b9

9bd932ae7ddf74c1281494c17c04f2fc

Leave a comment

Your email address will not be published.


*