წყნარ ოკეანეში 5 კუნძული გაქრა

გლობალური დათბობა მსოფლიო ოკეანის დონის აწევას იწვევს. ამ დროისთვის წყნარ ოკეანეში უკვე 5 კუნძული გაქრა.

ქუინსლენდის და ტასმანიის ინივერსიტეტების სპეციალისტებმა შეისწავლეს 1947–2014 წლების კოსმოსური ფოტოები და აღმოაჩინეს სოლომონის კუნძულების არქიპელაგში 5 კუნძულის გაქრობა. ერთიდან ხუთ ჰექტრამდე ფართობის მქონე ხმელეთის ნაწილები 2014 წელს მთლიანად წყლით დაიფარა.

ასეთივე ბედი ელოდება კიდევ 6 კუნძულს. ზოგიერთი მათგანი დასახლებულია ადამიანებით. ასევე საფრთხე ემუქრება ფრინველებს, კუებს და ფაუნის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც მხოლოდ ამ არქიპელაგში ბინადრობენ.

მთელ მსოფლიოში წყლის დონე იმატებს 3 მმ–ს წელიწადში. აქ კი წყლის დონის მატება 7 მმ–ია წელიწადში. წყნარი ოკეანის ეს უბანი მეცნიერებმა მიაკუთვნეს “იდეალური შტორმისთვის” იდეალურს.

უფრო მეტიც, პროგნოზების მიხედვით, წყლის დონე მომავალში კიდევ უფრო სწრაფად მოიმატებს, თუ კაცობრიობა არ შეწყვეტს ატმოსფეროს ნახშიროჟანგის გაზით დაბინძურებას.

61c4d4f26765b4f635fb451ddc5a3cff

Leave a comment

Your email address will not be published.


*