ჭიამაიები და მათი შეფერილობა

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ჭიამაია არის წითელი შავი ლაქებით, არსებობენ სხვა შეფერილობისაც: წითელი, შავი, ნარინჯისფერი, ყვითელი და ვარდისფერი.

კემბრიჯისა და ექსეტერის უნივერსიტეტების საბოლოო განმარტებით, მათი ნათელი შეფერილობა უფრო ტოქსიკურია.

“ჩვენი კვლევის შედეგები გვეუბნება, რომ ჭიამაიების შეფერილობა ცხადყოფს, თუ როგორ დაიცვა ისინი მტაცებლების თავდასხმებისგან. შედარებით შეუმჩნეველი სახეობა, როგორიცაა ლარიქსი ჭიამაია, აქვს შედარებით მცირე თავდაცვის საშუალება, ხოლო უფრო თვალსაჩინო და ფერადი სახეობა ორ–ლაქა ჭიამაია, მეტი თავდაცვისუნარიანობით გამოირჩევა ნებისმიერი მტაცებლისგან, მათ შორის ფრინველებისგანაც”. – აღნიშნა ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორმა – მარტინ სტივენსმა.

ამ ორი უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს ჭიამაიებისა და მტაცებელი ფრინველების მოდელები. გამოიკვლიეს მკვდარი ჭიამაიები და ასევე ფრინველები, რომელთა კუჭში ნაპოვნია ნაჭამი ჭიამაიები.

ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ “სამეცნიერო ანგარიშების” ბოლო გამოცემაში.

წყარო: discovery.com

Leave a comment

Your email address will not be published.


*