ხელოვნების დაბადება

კაცობრიობის უდიდესი გამოგონება არა შრომის ქვის იარაღები და ფოლადის ხმალია, არამედ ხელოვნებასიმბოლოების განსაკუთრებული ენა, რომელსაც ბრწყინვალედ ფლობდნენ პირველი მხატვრები.

გიგანტური გამოქვაბულის კედლებზე მკაფიოდ ჩანს ლომი, მატყლით დაფარული მარტორქები, მამონტები და ბიზონები – უძველესი არსებების მთელი სამხეცე. ისინი სადღაც მიქრიან, ერთმანეთს ებრძვიან, მისდევენ მსხვერპლს და ეს ყველაფერი სრულ სიჩუმეში. მღვიმის გარეთ, რეალურ სამყაროში, ეს მხეცები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ. აქ კი ისინი ძველებურად ცოცხლები არიან – ბზარებით და აბლაბუდებით დაფარულ კედლებზე.

ცოტა ხნის წინ ითვლებოდა, რომ ცნობილი გამოქვაბულის კედლებზე ნახატები ჩვენიწინაპრების Homo Sapiensის მიერ არის შექმნილი.

დაახლოებით 36 ათასი წლის წინ ცეცხლის ალზე ადამიანმა ხატვა დაიწყო: მღვიმეებისლომების, მარტორქების, მამონტების და ბიზონების გარდა ჩანს ველური ცხენები, მთის თხები და ტურები. თხევადი ტალახით დახატული ბუ, გამოქვაბულის დათვები, რომლებიც თითქოს ზამთრის ძილისთვის ადგილს ირჩევენ. აქვე არიან ფანტასტიკური არსებაც: ნახევრად ბიზონი, ნახევრად ქალი.7e893d58bb8c7046bb96d197c8cf8f6b

რამდენიმე საუკუნის, ანდა ათასწლეულის განმავლობაში 36 ათასი კვ. მეტრი ფართობის გამოქვაბულის კედლები მოხატულია ცხოველების 442 გამოსახულებით. ზოგიერთი მათგანი მოშორებით არის და მაშინვე თვალში არ გხვდება, მაგრამ უმეტესობა გრანდიოზულ კომპოზიციას ქმნიან გამოქვაბულის შუაგულში. 22 ათასი წლის წინ მეწყერით დაფარული მიწისქვეშა სამხატვრო გალერეა 1994 წელს აღმოაჩინეს. მაშინ სამი სპორტსმენი – სპელეოლოგი კლდის ვიწრო ნაპრალში შევიდნენ და პირდაპირ სიბნელეში ჩავარდნენ. ასე აღმოაჩინეს გამოქვაბულის შესასვლელი. მას შემდეგ შოვე–პონ–დარკს საფრანგეთის კულტურის სამინისტრო მკაცრად იცავს. ნახშირით და ოკრით შესრულებული თითოეული ხაზი და ლაქა პირველყოფილ სიხასხასეს ინარჩუნებს.

National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*