ხეოფსის პირამიდის ახალი გამოცანა

ეგვიპტეში პირამიდების ახალი კვლევები გრძელდება. სითბური სკანირების საშუალებით, მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს.

25 ოქტომბერს, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ეგვიპტური პირამიდების გამოკვლევას შეუდგა. სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ უკვე 2 კვირის შემდეგ Scan Pyramids–ის პროექტის დაწყებიდან, სიძველეთა სამინისტრომ სენსაციური აღმოჩენა გააკეთა. ინფრაწითელმა თერმოგრაფიამ, დიდი პირამიდის ძირში, ამოუხსნელი სიცარიელეების არსებობ4c463cf8e5529de411205053f5b8b095ა აჩვენა.

მეცნიერები დღე–ღამის სხვადასხვა დროს ზომავდნენ ქვის ბლოკების ტემპერატურას. ქვები თბებოდნენ და გრილდებოდნენ სხვადასხვა სისწრაფით, რაც გვერდით ფაქტორებზე მიუთითებს. საშუალოდ, მეზობელი ქვების ტემპერატურის სხვაობა არ აღემატება 0,1−0,5°С–ს, მაგრამ ზოგიერთ უბანზე ეს სხვაობა 6ºC–ით. ყველაზე მეტი ტემპერატურული ანომალია აღმოჩენილია ხეოფსის პირამიდის აღმოსავლეთ კედელზე, მიწის დონეზე.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იქ, ან მიწისქვეშა გასასვლელია ან სხვა რაიმე სივრცე. ასევე არ არის გამორიცხული, რომ პირამიდის ეს ნაწილი სხვა მასალისგან არის აგებული. სიცარიელეების მდებარეობა აღმოსავლეთით, შეიძლება დაკავშირებული იყოს მზის ღმერთის, რას კულტთან. უბნები სხვადასხვა ტემპერატურით ნაპოვნია პირამიდის ზედა ნაწილშიც – იქ, სადაც მიწისქვეშედზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

სიძველეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნებისმიერი ჰიპოთეზის გახმაურებისგან თავს იკავებენ, მანამდე სანამ უფრო მეტი მასალა არ იქნება მოძიებული.

6d7f5c32829cadddd81e188a96381f01

6ce1f705b2aa60250eca59592898d705

0b9fbc9fb26ac1030acbbf0a8af11158

32309a61a7631757a92734bb4a500834

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*