ხეოფსის პირამიდის მშენებლობის საიდუმლო ამოხსნილია

ეგვიპტეში პირამიდების შესწავლის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა გააკეთა აღმოჩენა, რომელიც ხეოფსის პირამიდის მშენებლობის მეთოდების ირგვლივ არსებულ დავას წერტილს დაუსვავს.

გიზის დიდი პირამიდის, იგივე ხეოფსის (ხუფუ) პირამიდის შესწავლა XVIII საუკუნეში დაიწყო, როდესაც ნაპოლეონმა აქ ჩამოიყვანა არქეოლოგები, გეოდეზისტები და სხვა მეცნიერები. გამოკვლევები დღემდე გრძელდება, მაგრამ ძველი ეგვიპტის არქიტექტურის ამ ძეგლმა მრავალი საიდუმლო ამოუცნობი დატოვა. კერძოდ, ზუსტად არ არის ცნობილი როდის დაიწყო მისი მშენებლობა: რადიონახშირბადის მეთოდი დიდ დიაპაზონს იძლევა 2850–დან 2680 წლები ძვ. წ.–ით. კიდევ ერთი საიდუმლოა უზარმაზარი ქვის ბლოკების ტრანსპორტირება შორი მანძილიდან.

სხვადასხვა პირამიდების მშენებლობისას სხვადასხვა მეთოდები გამოიყენებოდა. XII დინასტიის ერთ–ერთ ნეკროპოლში აღმოჩენილია ფრესკა, რომელზეც 172 ადამიანია გამოსახული. ისინი ჯეხუტიხოტეპ II-ის ალებასტრის ქანდაკების მარხილებზე თოკებით მიაგორებენ. ერთ–ერთი მუშა ქვიშას წყლით რწყავს, რითიც აიოლებს სრიალს.

ზოგიერთი პირამიდა აშენებულია ქანქარა მექანიზმის საშუალებით ბლოკების გადაგორებით: მსგავსი მოწყობილობები აღმოჩენილია ახალი სამეფოს სამარხების გათხრების დროს. ამას გარდა ზოგან გამოიყენებოდა ე. წ. “კვადრატული ბორბლის ტექნოლოგია”: კვადრატული კვეთის ბლოკი მიგორავს ფიცარნაგისგან გაკეთებულ გზაზე.

1997 წელს არქეოლოგმა მარკ ლენერმა ააშენა მცირე ზომის ექსპერიმენტული პირამიდა. საძირკვლის სიგანე 9 მეტრი და სიმაღლე 6,1 მეტრი იყო. დაახლოებით 2 ტონა ბლოკები 12–20 ადამიანის საშუალებით გადაადგილდებოდნენ ხის ძელებზე და ფიცარნაგზე.

მაგრამ ვერცერთი კვლევა და ჰიპოთეზა ვერ იძლეოდა პასუხს ხეოფსის პირამიდის მშენებლობის შესახებ. პასუხი მხოლოდ 2017 წელს გაეცა: საერთაშორისო ჯგუფმა ლენერის ხელმძღვანელობით მიაკვლია პაპირუსს, რომელშიც 40 მუშის ზედამხედველი აღწერს ამ მეთოდს.

ტექსტის გაშიფვრამ გვამცნო, რომ ეგვიპტელებმა გიზის პლატოზე ხელოვნური არხები გაიყვანეს და ნილოსის წყალი ამ არხებში გაუშვეს. შემდეგ მშენებლებმა ბაგირებით გადააბეს ხის ნავები და მათი დახმარებით გადაჰქონდათ ქვის ბლოკები თითქმის პირამიდის საძირკვლამდე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*