ხვლიკების და გველების საერთო წინაპარი 75 მილიონი წლით უფროსი აღმოჩნდა

ბრისტოლის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა სხვა უცხოელ კოლეგებთან ერთად განსაზღვრეს ქერცლიანთა რიგის ასაკი: ეს ცხოველები დედამიწაზე უფრო ადრე ბინადრობდნენ, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული.

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა გამოიკვლია გაქვავებული Megachirella wachtleri, რომელიც 2003 წელს ალპებში აღმოაჩინეს. მაშინ, 15 წლის წინ აღმოჩენას მისცეს ლეპიდოზავრომორფის კლასიფიკაცია – ქვეწარმავლების ინფრაკლასის წარმომადგენლების. (მასში შედიან ხვლიკები, გველები და ჰატერიები). ითვლებოდა, რომ ეს ცხოველები იურული პერიოდის შუაში გაჩდნენ 168 მილიონი წლის წინ.

თუმცა, ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალპური ნამარხები უფრო ძველია – მეგაკირელა თანამედროვე ქვეწარმავლების წინაპარი აღმოჩნდა, რომელიც 240 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. ის თანამედროვე 10 000–მდე სახეობის წინაპარია.

კვლევების ფარგლებში მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაატარეს და შექმნეს სამგანზომილებიანი მოდელი. დადგინდა, რომ ცხოველს ორი ანატომიური თავისებურება აქვს: თავის ქალის ძვლების და ლავიწის განსაკუთრებული წყობა.

ამ აღმოჩენამდე ყველაზე ძველი ნამარხის ასაკი 168 მილიონი წელი იყო. ახალი კვლევა მათ ასაკს 75 მილიონი წლით უფრო ძველს ხდის, ამასთან, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეგაკირელაც შეიძლება ქერცლიანების ყველაზე ძველი წარმომადგენელი არ იყოს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*