ხორვატიაში აღმოაჩინეს მეგალოდონის კბილი

როდესაც ერთ–ერთი ხორვატი მეთევზე თევზაობდა, მდინარის ნაპირას აღმოაჩინა ნამარხი კბილი, რომელიც მეგალოდონს ეკუთვნოდა. მეგალოდონი იყო უზარმაზარი პრეისტორიული ზვიგენი, რომელიც კაინოზოურ ერაში ცხოვრობდა.

კბილი იმდენად დიდია, რომ ადამიანის მთელ ხელს ფარავს. აღმოჩენა გაკეთდა 21 აგვისტოს, მდინარე კუპას ტერიტორიაზე. ზაგრებში, ნაციონალური ისტორიის მუზეუმის გეოლოგებმა დაადასტურეს, რომ კბილი მეგალოდონს ეკუთვნოდა.

იმის გამო, რომ ზვიგენები ხრტილოვანი თევზები არიან, განიცდიან ძვლების ნაკლებობას. მათი კბილები და ზოგი ხერხემლის მალა ძვლოვანია და მისი განამარხება შესაძლებელია. მეგალოდონის ნამარხი ნაწილები ინახება მუზეუმში და მომავალში დაგეგმილია ფოტო გამოფენა – ამის შესახებ Softpedia იუწყება.

მიუხედავად იმისა, რომ მეგალოდონები გადაშენდნენ დაახლოებით 2 მილიონზე მეტი წლის წინ, მათი ნამარხების აღმოჩენა კვლავაც გრძელდება. მეგალოდონის სიგრძე 50 ფუტს აღემატებოდა, რაც სამჯერ მეტია დღეისთვის ყველაზე მასიური თეთრი ზვიგენის სიგრძეზე; ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არასრულწლოვანი მეგალოდონი დაახლოებით იგივე ზომისა იყო, როგორიც დიდი თეთრი ზვიგენი.

discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*